40 წლის ჰოლივუდის მსახიობმა საკუთარი იდეალური ქერა ქალი იპოვა. ჟურნალი ELLE-ს ინფორმაციით, ლეონარდო დი კაპრიომ მისი შეყვარებულის, კელი რორბახის ცოლად მოყვანა გადაწყვიტა. დასავლური გამოცემები წერენ, რომ მსახიობმა 24 წლის ტოპ-მოდელს საკუთარი ხელი სექტემბრის ბოლოს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობისას შესთავაზა.
“ეს არც ყოფილა დაგეგმილი. ისინი საუბრობდნენ, სვამდნენ ღვინოს და უცებ ლეომ პაუზა გააკეთა, რის შემდეგაც მას სახეში შეხედა და უთხრა, რომ სურს მასთან ერთად მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარება. კელი უბრალოდ შოკში იყო… თუმცა ლეომ ის დაარწმუნა, რომ თემაზე აბსოლუტურად სერიოზულად საუბრობდა. როდესაც ის შეთავაზებაზე დათანხმდა, ეს ყველაფერი რომანტიკული კოცნით დასრულდა“ , – ამბობს წყვილთან დაახლოებული პირი.
დანიშნვის თაობაზე ოფიციალური განცხადება მსახიობს ამ დრომდე არ გაუკეთებია. ამიტომ, სკეპტიკოსებს არ სჯერათ, რომ მარტოხელა მამაკაცი საკუთარ თავისუფლებას 4 თვის გაცნობილ გოგონას შესწირავს.
ქალთა გულთამპყრობელის პირად კოლექციაში ისეთი სახელები მოხვდა, როგორებიცაა- ჟიზელ ბუნდჰემი, ბარ რაფაელი, ერინ ჰიზერტონი, ტონი გარნი და მრავალი სხვა. როგორც წესი, დი კაპრიო საკუთარ ქალებს ცნობილი ბრენდების კატალოგებიდან არჩევს. თუმცა, ამის მიუხედავად, ის ამ დრომდე არასდროს არ ყოფილა ქორწინებაში. დაქორწინების შესახებ საუბრები მასსა და ბარ რაფაელზეც ვრცელდებოდა, თუმცა სიყვარულის ამ ისტორიაში ყველაფერი პირიქით დასრულდა. რაფაელი ერთი თვის წინ სხვაზე დაქორწინდა, ლეონარდო კი, კვლავაც მარტოხელა იმყოფება.