ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა, 7 კი მძიმედაა დაჭრილი ამერიკაში, ორეგონის შტატის ერთ-ერთ კოლეჯში მომხდარი სროლის შედეგად. დაჭრილ სტუდენტებს შორის ერთ-ერთი კრის მინცია, რომელიც საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 10 წელი ამერიკულ ჯარში მსახურობდა. სამხედრო სამსახურის შემდეგ, მან სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა და კოლეჯში ახალი მიღებული იყო.
დასავლური გამოცემების ინფორმაციით, სროლის დროს კრის მინცი ზურგის არეში დაიჭრა. მას ხუთჯერ ესროლეს, ასევე მოტეხილი აქვს ორივე ფეხი. ცნობილია, რომ ტყვიას მისი სასიცოცხლო ორგანოები არ დაუზიანებია. ის ამ დრომდე საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 30 წლის სამხედროს, მცირეწლოვანი შვილიც ჰყავს.
„ჩვენ ვიცით, რომ ის ცდილობდა ხალხის გადარჩენას. გვითხრეს, რომ მან გმირული საქციელი ჩაიდინა“,- განაცხადა დაჭრილი სამხედროს მეგობარმა.
ადგილობრივი შერიფის – დუგლას ჯონ ჰანლინის გაცხადებით, თავდამსხმელი სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული სროლების შედეგად იქნა მოკლული. მკვლელი 26 წლის კრის მერსერ ჰარპერია. ტელეკომპანია ,,სი-ენ-ენის” ინფორმაციით, თავდამსხმელმა მიზანმიმართულად გაუხსნა ცეცხლი ქრისტიანებს. სამართალდამცველების თქმით, მას ჯავშანჟილეტი ეცვა და კარგად იყო შეიარაღებული. გავრცელებული ინფორმაციით, მერსერმა რამდენიმე დღით ადრე სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა საკუთარი განზრახვა, თუმცა ეს სერიოზულად არავინ აღიქვა.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. როგორც ბარაკ ობამამ განაცხადა, შეშფოთებულია იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ მოუხდა ხაზგასმა – იარაღის შესახებ კანონი უნდა გამკაცრდეს.
კოლეჯი, სადაც 3 000 ადამიანი სწავლობს, ორეგონის შტატში, ქალაქ როზებურგში მდებარეობს.
https://www.youtube.com/watch?v=HT-1UtzKZms&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=7J0lrO9OPVk&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=fz8TTzW8OUk&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=sLw57NYOw4A&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=e4IAOgyhdx0&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=JhqSFFRSy_8&feature=youtu.be