ვერძთან პირველი კავშირი ელექტროშოკს, მომნუსხველ ფეიერვერკს ჰგავს. კუროსთან პირველი ღამის გატარების შემდეგ საუცხოო საუზმე გელით. კირჩხიბთან პირველი ღამისთვის იდეალური ადგილი – მთვარის შუქით განათებული ტბის სანაპიროა… დაგაინტერესათ? მაშინ გაიგეთ, რომელი ჰოროსკოპის ნიშანთან გელით დაუვიწყარი პირველი ღამე.
ვერძი
თუ თქვენში სპორტული აზარტი ცოცხლობს, მაშინ თამამად შეაჩერეთ არჩევანი ვერძზე. სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენმა პირველმა შეხვედრამ ვერძთან სპორტული შეჯიბრების უკომპრომისო წესების მიხედვით ჩაიაროს. ვერძის უკან დევნა და მისთვის დითირამბების მღერა დიდხანს არ დაგჭირდებათ – ეს მის სტილში არ არის. როგორც კი ეროტიკული სურვილი მცირე ნაპერწკალსაც გამოსცემს, თქვენი გმირის შეჩერება ძნელი იქნება.
მეგობრულად გაგაფრთხილებთ, რომ ვერძთან პირველი სიახლოვე შესაძლოა, იმაზე ადრე მოხდეს, ვიდრე ელოდით.
ვერძთან პირველი ღამე ელექტრულ განმუხტვას, მომნუსხველ ფეირვერკს შეიძლება შევადაროთ. ვერძისთვის ლოგინი ბრძოლის ველი უფროა, ვიდრე სასიყვარულო ნავსაყუდელი.
კურო
შეგვიძლია დაგარწმუნოთ: რაც შეეხება ეროტიკულ პიკანტურობას, კუროსთან არ წააგებთ. ის, რომ მისი სექსუალური ენერგია მაშინვე არ ვლინდება, კატასტროფა არ არის. კურო ჯერ უნდა მიეჩვიოს პარტნიორს იმისათვის, რომ სიყვარულის საერთო სიმფონიას მიეცეს.
ამის შემდეგ თქვენთვის შეიძლება აღმოჩენაც კი გახდეს ის, თუ როგორ ძალდაუტანებლად შემოგთავაზებთ ის საკუთარ თავს. პირველ ღამეს კუროსთვის მნიშვნელოვანია, რომ გარემო ჩვეული იყოს და არა უცხო. სიყვარულის სტარტისთვის მას საკუთარი ოთხი კედელი ურჩევნია ფეშენებელურ სასტუმროს ან ბუნების წიაღს. კუროსთან სასიამოვნო ღამის შემდეგ რომანტიკული საუზმე გელით.
ტყუპი
ერთი შეხედვით, ტყუპთან გატარებული პირველი ღამე შემთხვევითობას მოგაგონებთ. სამწუხაროა: მაინცდამაინც თქვენს სახლთან მოუნდა საბურავს დაშვება. ან კიდევ: დაიბნა და სულ დაავიწყდა, სად დარჩა საკუთარი სახლის გასაღები. სხვა რა გზა აქვს, თქვენთან უნდა გაათენოს ღამე. ეს ყველაფერი სიმართლეა თუ მორიგი შეთხზული ზღაპარი – ბოლომდე საიდუმლოდ დარჩება.
იმისათვის, რომ ტყუპი მოხიბლოთ, დაუცხრომელი ფანტაზია უნდა გქონდეთ. ხოლო ტყუპის მიდრეკილება ექსპერიმენტების მიმართ ყველას არ მოეწონება. სიახლეების შეცნობის მისი სურვილი დაუცხრომელია. ვიღაცისთვის ეს შეუფასებელი მონაპოვარი იქნება, ვიღაცისთვის კი – მიუღებელი.
კირჩხიბი
ნუ მოტყუვდებით კირჩხიბის გარეგნობით: დიდი, ბავშვურად გულუბრყვილო თვალების მიღმა შესაძლოა, სტაჟიანი ლოველასი იმალებოდეს. როგორც კი მოკრძალება და სიმორცხვე თავის საქმეს შეასრულებს, მაშინვე ამაღელვებელი მოვლენის დროც დადგება – რომელსაც ამჯერად შეიძლება ვუწოდოთ არა “პირველი ღამე”, არამედ სიყვარულის “პირველი დღე” და ეს შესაძლოა, პირდაპირ თქვენი “მოკრძალებული” კირჩხიბის სამუშაო მაგიდაზეც მოხდეს.
ნამდვილად შეყვარებული კირჩხიბი მართლაც პატარა ბავშვივით იქცევა. ქალ თუ მამაკაც კირჩხიბს სურს, რომ მისმა საყვარელმა ადამიანმა გამოიცნოს მისი ყველაზე სანუკვარი სურვილი და დაეხმაროს მას, რომ ბოლომდე გაიხსნას.
კირჩხიბთან პირველი ღამისთვის იდეალური გარემო – რა თქმა უნდა, მყუდრო ადგილია, მაგალითად, მთვარით განათებული ტბის ნაპირი. უარეს ვარიანტში, შესაძლებელია, იყოს სანთლების შუქით განათებული ოთახი და სასიამოვნო მუსიკა. ასეთ რომანტიკულ ატმოსფეროში კირჩხიბი ნამდვილ ბედნიერებას შეიგრძნობს და თქვენც განგაცდევინებთ.
სიყვარული მისთვის – სიცოცხლის ჯადოსნური ელექსირია. პირველივე ღამიდან მისთვის ახალი, ერთობლივი ცხოვრება იწყება.
ლომი
ეს პირველი კლასის დადგმა იქნება! არ იდარდოთ, ამ დაუვიწყარ შოუში როლი თქვენც გერგებათ; თუნდაც მთავარი არა, მაგრამ მაინც… თუმცა სანამ ლომთან სარეცელს გაიყოფდეთ, ის თქვენს წარმოსახვას ბრწყინვალე უვერტიურით გააჯერებს. ლომი გიჟდება სასიყვარულო პრელუდიაზე.
ბუნებით ლიდერები საწოლშიც, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ფიქრობენ – ეს განსაკუთრებით ძლიერ სქესს ეხება. რაც შეეხება მშვენიერ ქალ-ლომებს, პირველ ღამეს მათი გონება მხოლოდ იმით იქნება დაკავებული, რომ შთაბეჭდილება მოახდინონ პარტნიორზე. კატის მტაცებლური ინსტინქტები და კეკლუცობის მოჭარბებული უნარი, რომელიც ლომისთვის არის დამახასიათებელი, მართლაც კარგ შედეგებს გამოიღებს. მთავარია, ლომი ყველა მიზეზით და ძალიან ხშირად შეაქოთ: კომპლიმენტების მოსმენა – მისი სისუსტეა.
ქალწული
გსურთ, ქალწული ლოგინში შეიტყუოთ? მაშინ პირველ რიგში იმის დამტკიცება მოგიწევთ, რომ მხრებზე თავი გადევთ და პირადი ჰიგიენის საკითხებიც მოგვარებული გაქვთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ გააჟღეროთ თქვენი ხორციელი სურვილები, თუ საკმარისად დაამტკიცეთ თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები. თუ თქვენი პარტნიორი – ქალწულია, მაშინ პირველი ღამის მიზეზი თავისუფლად შესაძლოა გახდეს გაცხარებული ინტელექტუალური კამათი.
პარტნიორში ქალწული მოხერხებულობას აფასებს. მას საკუთარი წარმოდგენა აქვს დადგენილ საზღვრებზე, რომლებსაც ქალწული არასოდეს დაარღვევს, განსაკუთრებით, პირველი სიახლოვის დროს.
სასწორი
დახვეწილი გემოვნება და ელეგანტურობა ძალიან ხშირად განსაზღვრავს სასწორის ინდივიდუალურობას, რომელსაც ვენერა მართავს. განსაკუთრებული მომხიბვლელობა, მაგნეტიზმი – აუცილებელი ინგრედიენტებია სასწორის მოსახიბლად.
ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სასწორის დაპყრობა ადვილი არ არის. ქალი-სასწორი ძალიან გამჭრიახია. მის ირგვლივ, როგორც წესი, უამრავი თაყვანისმცემელია, რომელთაც ერთი სული აქვთ, ბოლომდე შეიგრძნონ სასწორის მომხიბვლელობა.
სასწორი არ გამოირჩევა ბრძოლისუნარიანობით. ამიტომაც ნუ დაელოდებით, რომ ოდესმე ის გადადგამს პირველ ნაბიჯს.
სასწორს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს სანთლების შუქზე პირველი ინტიმური კავშირი. ასეთ ატმოსფეროში ის სწრაფად დაემშვიდობება თანდაყოლილ სიმორცხვეს. ამასთან, თუ სასწორს სასიყვარულო სიტყვებსაც უჩურჩულებთ, ჩათვალეთ, რომ პირველი ღამე შედგა.
მორიელი
არც ერთი სხვა ნიშანი არ ავლებს ისეთ მკვეთრ ზღვარს სიყვარულსა და სექსს შორის, როგორც მორიელი. ამ ნიშანთან ურთიერთობისას თქვენ მალევე მიხვდებით, მისთვის მართლაც ძვირფასი ხართ თუ, უბრალოდ, ხორციელი სიამოვნების დაკმაყოფილების ობიექტი. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია პირველი ღამე.
მორიელის ცხოველური ინსტინქტები ზედმეტად ძლიერია და დროდადრო დაკმაყოფილებას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, ერთი ღამისთვის სჭირდება პარტნიორი თუ სამუდამოდ, მორიელის შეფასების კრიტერიუმები ძალიან მაღალია.
სანამ მორიელი მთლიანად დაიპყრობდეს პარტნიორის სხეულს, მისთვის მნიშვნელოვანია მისი სულის შეცნობა. მორიელი – კარგი ანალიტიკოსია, რომელსაც შეუძლია წაიკითხოს თქვენი აზრები, მათ შორის, სექსუალური სურვილებიც.
მორიელისთვის პირველი ღამე – ღირსშესანიშნავი მოვლენაა, რომელიც სანახევროდ არასოდეს ჩაივლის. ის ეძებს თანასწორებს, რომელთაც შეუძლიათ დააცხრონ მისი ვნებები.
მშვილდოსანი
მათ რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც დიდი სიყვარულის მოლოდინშია? გირჩევთ, ამოიგდოთ თავიდან ეს სულელური აზრები მხოლოდ იმიტომ, რომ მშვილდოსანი და გრძნობის სიღრმე – ეს ორი ერთმანეთისთვის შეუთავსებელი ცნებაა. მშვილდოსანი თავგადასავლების მოყვარულთა რიცხვში წერია და ის არასოდეს ჩქარობს, შეამციროს დისტანცია პარტნიორსა და საკუთარ თავს შორის. იმისათვის, რომ მშვილდოსანში ხორციელი სურვილი გააღვიძოთ, აუცილებელი არ არის, მას დითირამბები უმღეროთ. ეს მაინც არაფერს მოგცემთ: მას ან უნდა თქვენთან სექსი, ან – არა.
ამ ყველაფერთან ერთად, მშვილდოსანი – იდეალისტია, რომელშიც ინტერესს ყველაფერი ახალი აღვიძებს. თუმცა სიყვარულის თამაშების გარყვნილი ფორმების მიმართ ის გულგრილია. ძალიან ხშირად მამაკაცი-მშვილდოსნები პირველ პაემანს ქალს ტყეში ან… ავტომობილის უკანა სავარძელზე უნიშნავენ. ეს შედარებით ახალგაზრდა მშვილდოსნებს რაც შეეხება, ხოლო ზრდასრულ და დაბრძენებულ მშვილდოსნებს გემოვნება ასაკთან ერთად დახვეწილი აქვთ: პირველი სასიყვარულო ღამისთვის ისინი უპირატესობას ძვირფას სასტუმროში კომფორტულ გარემოს ანიჭებენ.
თხის რქა
თუ თხის რქასთან საქმეს დაიჭერთ, გაიხსენეთ გამოთქმა: “მოჩქარეს მოუგვიანდესო”. მისი შტურმით აღება შეუძლებელია. თხის რქის ცივი მომხიბვლელობა უცნაურად მიმზიდველია. სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, ის მიუწვდომელი ჩანს. ხანდახან მოგეჩვენებათ, რომ ის სადღაც ძალიან მაღლა დაფრინავს და სექსი თუ თავად სიყვარული მისთვის არ არსებობს. და აქვე გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ თხის რქისთვის კარიერა ცხოვრების აზრია.
მაგრამ თუ დიდი ხნის წადილი მაინც აგისრულდათ, თხის რქის გული მოიგეთ და მან თქვენი სახლის ზღურბლს გადმოაბიჯა, არ დაგავიწყდეთ, მიართვათ ძვირფასი სასმელი და მაშინვე აავსოთ აბაზანა წყლით. ბევრ თხის რქას სასიყვარულო პრელუდიის დროს დიდ სიამოვნებას ანიჭებს სურნელოვანი ეთერზეთებით გაჯერებული აბაზანის ერთობლივად მიღება.
თხის რქას სიყვარულისთვის მთელი ღამე სჭირდება: გამძლეობით გამორჩეული თხის რქა სექსში შეგვიძლია გრძელ დისტანციაზე მორბენალს შევადაროთ. ამიტომაც თუ თქვენ ფორმაში არ ხართ, აჯობებს, არ დააჩქაროთ თხის რქასთან პირველი ფიზიკური სიახლოვე იქამდე, სანამ არ დარწმუნდებით, რომ შეგიძლიათ გაუძლოთ გამთანგავ მარათონს სახელწოდებით “სიყვარულის პირველი ღამე”.
მერწყული
ამ სამოთხის ჩიტს შეგიძლიათ შესთავაზოთ ყველაფერი ეგზოტიკური. თუ მისთვის თქვენ სასურველი ხართ, შეგიძლიათ თამამად წაიყვანოთ სტრიპტიზ-შოუზე ან ღამის კლუბში. ეს მისთვის კარგი შესავალი იქნება. და თუ მერწყული გაიგებს, რომ სექსუალური შიდა თეთრეული გაცვიათ, იმ ღამეს სახლში საღსალამათი ნამდვილად ვერ დაბრუნდებით. პიკანტურ საცვლებს შეუძლია, ის ჭკუიდან გადაიყვანოს.
მერწყული, რომელიც არასოდეს გაუშვებს ხელიდან შანსს წაითამაშოს, ხშირად სცოდავს იმით, რომ ძალიან მარტივად უყურებს ცხოვრებას. პირველი სიახლოვეც შეიძლება მისთვის თამაშად გადაიქცეს, სადაც ის იქნება მზვერავის როლში, რომელსაც სურს დაიკმაყოფილოს საკუთარი ცნობისმოყვარეობა.
თუ მერწყულის გული ვერ დაიპყარით, ის მაშინვე დაივიწყებს სასიყვარულო ღამეს, რადგან მისთვის თავისუფლება ყველაზე ფასეულია. ის სიამოვნებით იმეგობრებს თქვენთან, მაგრამ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება მისთვის – სულ სხვაა. არ ღირს დაამყაროთ მასზე დიდი იმედები, თუნდაც ყველაზე ვნებიანი პირველი ღამის შემდეგ. მერწყულის სტილშია – შექმნას ზღაპრისა და ჯადოსნური ღამის ატმოსფერო, შემდეგ კი ისე დაივიწყოს, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.
თევზები
მიენდეთ გრძნობისა და ვნების მორევს: იქნებ ეს თქვენი ბედია. თევზები საოცარი არსებები არიან საოცნებო და მომნუსხველი მზერით. ბედის ტალღა აქ ძალიან ადვილად ჩაგითრევთ და თქვენ ვეღარასოდეს დააღწევთ თავს მისგან. თუმცა არ შეგეშინდეთ, თევზები გრძნობაზე იგივე გულწრფელობით გიპასუხებენ.
თევზებთან პირველი პაემანი ამაღელვებელი სინაზით უნდა გამოირჩეოდეს. სიყვარულის აქტი მისთვის – ეს ორი მონათესავე სულის შეერთებაა. თუ თქვენ მართლაც გსურთ მიიპყროთ თევზების ყურადღება, ნუ გადახვალთ იმის ზღვარს, რასაც თევზები დასაშვებად თვლიან. დიახ, მან იცის სიყვარულის ფასი, მაგრამ ამასთან ერთად, ყველაფერი ზედმეტი მისთვის მიუღებელია.
ძალიან მალე პირველივე სიახლოვის შემდეგ ცხადი გახდება, გაქვთ თუ არა შანსი, მეტი მიიღოთ სასურველი თევზისგან.