იერუსალიმში, წმინდა მთაზე დღეს დილით ერთმანეთს ისრაელის სასაზღვრო პოლიცია და პალესტინელები დაუპირისპირდნენ.
ოფიციალური პალესტინის განცხადებით, ისრაელის უსაფრთხოების ძალები ალ-აქსას მეჩეთში შეღწევას შეეცადენენ და იქ შეკრებილი მუსულმანების წანააღმდეგ ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. თავის მხრივ ისრაელის პოლიცია ამტკიცებს, რომ შეტაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიცია შეეცადა პალესტინელი ახალგაზრდების ჯგუფის დაკავებას, რომელთაც საეჭვო ნივთები აღმოუჩინეს. პასუხად კი სამართალდამცავებს მეჩეთიდან ქვები და ჯოხები დაუშინეს.
შეტაკებები ებრაულ წესით ახალი წლის დადგომას დაემთხვა, როდესაც წმინდა მთაზე უამრავი მომლოცველი მიდის. წმინდა მთა წარმოადგენს ერთ-ერთ მწვავე და გადაუჭრელ პრობლემას ისრაელი-პაესტინის ურთიერთობებში. ეს ადგილი ერთდროულად წმინდაა როგორც იუდეველებისთვის, ისე მუსულმანებისთვის. ერთ დროს აქ იერუსალიმის წმინდა ტაძარი იყო აღმართული, აქვე მდებარეობს ისლამის სიწმინდეებიც.