10 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მუშაობისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საღამოს წვეულებაზე მიპატიჟებაზე უარი არ თქვათ.

კურო
დღეს ნებისმიერ საქმეს მარტივად გაართმევთ თავს; გააუმჯობესებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. მარტოხელას კი რომანტიკული ნაცნობობა ელის.

ტყუპი
მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას; ახალი საქმეების დაწყებას. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან.

კირჩხიბი
ყველაფერი ისე უნდა მიიღოთ, როგორც სინამდვილეშია და არ გადაამეტოთ. დღეს ადვილად ამოიცნობთ გარშემო მყოფთა განწყობას და დაეხმარებით მათ პრობლემების მოგვარებაში.

ლომი
ახალი საქმის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტებთან, გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

ქალწული
გარშემო მყოფებს ნიჭიერებით, საქმის ცოდნით მოხიბლავთ, მაგრამ შეამჩნევთ საკუთარ თავს, რომ დროდადრო სხვა საფიქრალზე გაგირბით აზრები და საქმეს ავტომატურად აკეთებთ.
სასწორი
მეგობრები და ახლობლები დახმარებაზე უარს არ გეტყვიან და პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

მორიელი
ძველი პრობლემების მოსაგვარებლად ახალი მეთოდები უნდა გამოიყენოთ. ამასთანავე, გარშემო მყოფებსაც უნდა დაეხმაროთ სირთულეების დაძლევაში.

მშვილდოსანი
სირთულე, მოვლენა, ადამიანი, რომელსაც დღეს გადაეყრებით, ცხორებისეულ გაკვეთილად, გამოცდად უნდა მიიღოთ. კარგი დღეა მედიტაციისა და იოგისთვის.

თხის რქა
ნუ შეგეშინდებათ რთული საქმეების შესრულება. ხშირად იმეორეთ თქვენთვის: “მე გამომივა”, “მე შევძლებ”. თუ არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ, მიიღეთ სინამდვილე ისე, როგორიცაა.

მერწყული
დღეს თქვენ გარშემო ჯადოსნური სამყარო შეიქმნება, – მარტივად მოგვარდება ყველა რთული საკითხი, გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და უცხოებიც კი თქვენ მიმართ ღიმილიანები და თავაზიანები იქნებიან.

თევზები
სამსახურის საქმეების გამო სხვა ვალდებულებებისთვის ვერ მოიცლით. მოსალოდნელია საქმიანი ზარები; ხშირად შეამოწმეთ ელფოსტა. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები