ჯფუფ “A-STUDIO”-ს ქართველ სოლისტ ქეთა თოფურიას, მეუღლემ დაბადების დღეზე ძვირადღირებული მანქანა აჩუქა. მომღერალი დღეს იუბილარია, ის 28 წლის გახდა. თოფურიამ „ინსტაგრამზე“ დღეს ახალ მანქანასთან ერთად გადაღებული ფოტოც ატვირთა, სათაურით – „აი ჩემი ახალი კვიცი!“ რუსული პრესა წერს, რომ დიდი ოქროსფერი ლენტებით გაბანტული მანქანა და ამავე შეფერილობის ბუშტები, იუბილარს სახლის ეზოში დილით დახვდა. Mercedes S63 AMG Coupe -ის ღირებულება 100 ათას ევროს აღემატება. სოციალურ ქსელში მომღერალს დაბადების დღე უამრავმა მეგობარმა, კოლეგამ და თაყვანისმცემელმა მიულოცა. მათ შორის მისმა ბავშვობის მეგობარმა ნინი ბადურაშვილმაც. “დღეს ქეთოს დაბადების დღეა! მიუხედავად უდიდესი წარმატებისა, დარჩა ისეთი, როგორიც წავიდა და ამიტომ უყვარს ყველას! მაგარი გოგოა და ყკველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ”, – წერს ბადურაშვილი.
გასულ წელს იუბილე მომღერალმა გრანდიოზული ქორწილით აღნიშნა. მან და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა ლევ გეიხმანმა, ქორწილი Luxury Village -ში გადაიხადეს. ქორწილს რუსული ელიტა და ესტრადის თითქმის სრული შემადგენლობა დაესწრო, მათ შორის თვით ალა პუგაჩოვაც. საპატარძლო კაბა “ა-სტუდიო”-ს სოლისტმა პარიზში, ევროპაში საპატარძლო კაბების ყველაზე ცნობილი დიზაინერის – ელი სააბის სალონში შეიძინა. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრისგან გაიცნო, თუმცა შეხვედრები გაცნობიდან 1 წლის შემდეგ დაიწყეს.
ახლახანს ქეთა თოფურია დედაც გახდა. 2 თვის წინ მას გოგონა შეეძინა. მომღერალმა ამერიკაში, კლინიკა Cedars-Sinai medical Center-ში იმშობიარა და პროცედურა 30 ათასი დოლარი დაუჯდა. კლინიკის პაციენტები თავის დროზე მადონა, ბრიტნი სპირსი და კიმ კარდაშიანი იყვნენ.
Next Post
სხვა სიახლეები