ქალის 10 საუკეთესო საცურაო კოსტიუმი მამაკაცთა შეფასებით (ფოტოკოლაჟი)
ჟურნალი GQ 10 ყველაზე მოდურ საზღვაო დახურული კოსტიუმის ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც, მამაკაცთა აზრით, არაფრით ჩამოუვარდება მაცდურ ღია ბიკინის.
ზაფხულის დადგომასთან ერთად, სოციალური ქსელები დახურული თუ ღია საცურაო კოსტიუმებში გადაღებული ფოტოებით ჭრელდება. ხშირად ყურადღების მიპყრობისა და ახალი ნაცნობების შეძენის შესაძლებლობა, სწორედ რომ სექსუალურ ბიკინში გადაღებულ ფოტოებს მოსდევს, რომლებიც ინსტაგრამის, ტვიტერისა, თუ ფეისბუქის გვერდებზე ქვეყნდება. არაფერი გასაკვირი ამაში არ არის – დახურული ზონები უმეტესწილად ბევრად კარგის მომტანიცაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ხარვეზების და ჭარბი წონის დაფარვას. ამას გარდა, მას აქვს მთავარი დატვირთვაც – დატოვოს ეს გოგონა ბოლომდე გამოცანად. ბოლოს და ბოლოს ეს ყველაფერი ხომ უფრო მეტი ინტერესის აღძვრასაც იწვევს. ასე რომ, სწორად ამ თეორიაზე დაყრდნობით, ინსტაგრამიდან გთავაზობთ ლამაზი გოგონების 10 ფოტოს, რომელთაც ზუსტად იციან, რა არის სინამდვილეში სექსუალურობა.