ტელეარხი MTV ყოველწლიურად მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებს საუკეთესო ვიდეოკლიპების შექმნისთვის აჯილდოებს. თუმცა ცერემონიაზე დამსწრე სუსტი სქესის წარმომადგენელთა ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი მუსიკაში კი არა, „ყველაზე გულახდილი დეკოლტისა“ და „ყველაზე შიშველი კაბის“ ნომინაციაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.
MTV Video Music Awards-ის გუშინდელ ცერემონიაზე შოუს წამყვანმა, მაილი საირუსმა თავისი გულახდილი ჩაცმულობით ღონისძიებაში მონაწილე ყველა ქალბატონი დაჩრდილა. პოპ-დივა პრაქტიკულად შიშველი წარსდგა მაყურებლის წინაშე. „წარმოსახვითი კაბის“ ნომინაციაში ბრიტნი სპირსმა და ნიკი მინაჟმა იმარჯვეს: მათი სამოსი კაბას კი არა, ოქროსფერი ბრჭყვიალებით შესრულებულ ბოდი-არტს უფრო წააგავდა. ჯიჯი ჰადიდის სამოსი აშკარად ხაზს უსვამდა, რომ მისი პატრონი ამ დიდ ღონისძიებაზე ქვედა საცვლით იყო მისული, ამ დროს კრისი ტეიგენის გულახდილი კაბა აშკარად ვერ ფარავდა მისი მფლობელის ინტიმურ ადგილებს. და რაც უნდა გასაკვირი იყოს, MTV Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ყველაზე კონსერვატიულად ჩაცმულები კარდაშიან-ჯენერის კლანის წარმომადგენლები მივიდნენ.
მაილის აირუსი
ბრითნი სპირს
ნიკი მინაჯი
კრისი ტეიგენი
ჯიჯი ჰადიდი
პიტა ოპა
ესკეი
კიმ კარდაშიანი
სიარა
მატა ნაიოსი
ტეილორ სვიფტი
კორტნი კარდაშიანი, კრის ჯენერი, კაილი ჯენერი
ჰელენ ლასი
კარა დელივინი
სელენა გომესი
ლილი ოდრიჩი
ბელა ტორნი
ჰელენ სტელფიდი
კარლი ქლოს