კონკიას ისტორიას ჰგავს ჩემი სიყვარულის ამბავი – ლევან ხურცია და მარიამ კუბლაშვილი დაქორწინდნენ

მსახიობი ლევან ხურცია და იურისტი მარიამ კუბლაშვილი დაინიშნენ. როგორც გაზეთ „პრაიმტაიმს“ წყვილმა განუცხადა, ნიშნობა ჰქონდათ, თუმცა ქორწილის ზუსტ თარიღზე ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულან. წყვილმა ერთმანეთი ერთი წლის წინ, წვეულებაზე გაიცნო. დამეგობრდნენ და მეგობრობა სიყვარულში გადაეზარდათ.

გამოცემასთან საუბრისას ხურცია, მარიამის ოჯახზეც საუბრობს და დადებითად ახასიათებს. ასევე ყვება, რომ ქორწილში სტუმრად პანკისში იმყოფებოდა და სიძედ ძალიან თბილად მიიღეს.

„ერთმანეთი ერთი წლის წინ გავიცანით. ყველაფერი მეგობრობით დაიწყო. საერთო მეგობრების წყალობით ზოგჯერ ვხვდებოდით ერთმანეთს. თავიდანვე დადებითი შთაბეჭდილება შემექმნა, მერე დავახლოვდით. აღმოვაჩინე, რომ მარიამი იყო ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მაკლდა, რომ იყო ის ნახევარი, რომელიც მთელი ცხოვრება მინდოდა ჩემ გვერდით ყოფილიყო. ჩვენი ურთიერთობა ეტაპობრივად ღრმავდებოდა. გარეგნულ სილამაზეზე არაფერს ვიტყვი, ეს ისედაც ნათელია. მარიამი ყველასგან გამორჩეულია: ნიჭიერია, კეთილშობილია. ვიმეორებ, მე მასში ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი“,-აცხადებს ხურცია.

„პრაიმტაიმთან“ საკუთარ გრძნობებსა და ოჯახურ ურთიერთობებზე მარიამ კუბლაშვილიც საუბრობს.

„ლევანის ოჯახის წევრებმა უფრო ადრე გამიცნეს, ვიდრე ჩვენთან მოვიდოდნენ ხელის სათხოვნელად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი კარგი ადამიანები იშვიათად მინახავს. იმიტომ არა, რომ ისინი უკვე ჩემი ოჯახის წევრები არიან. ლევანის დედამ პირველად შვილთან ერთად მიმიპატიჟა ოჯახში. მითხრა, რომ ვუყვარვარ ჩემს შვილთან ერთად. არც უგრძნობინებია ჩემთვის, რომ მე განათხოვარი ქალის სტატუსი მაქვს. საქორწინო ბიჭია ლევანი, შეეძლო ასეთი არჩევანი არ გაეკეთებინა, მაგრამ შეგნებული გარემოცვა ჰყავს გარშემო და მისი სიყვარული გაითავისეს, იმ კუთხით დამინახეს, როგორიც რეალურად ვარ. ლევანის მამა ძალიან თბილი ადამიანია, გიჟდება ჩემზე.

გაოგნებული ვარ, ისეთ ოჯახში და ისეთ ხალხში აღმოვჩნდი, ერთი წუთით არ მიგრძნია უარყოფითი განწყობა. ხომ შეიძლებოდა თავიდან მაინც გაეპროტესტებინათ, ურთიერთობის დასაწყისში მაინც. ამასაც შეგუებული ვიყავი, მაგრამ არა. კონკიას ისტორიას ჰგავს ჩემი სიყვარულის ამბავი, უბრალოდ, დედინაცვალი არ მყავს (იცინის). ლევანმა ისე გამათამამა, პატარა მიზეზიც არ მქონია ეჭვიანობისთვის. კი, ლევანი ბევრ გოგოს მოსწონს, ბევრიც შეყვარებულია მასზე, მაგრამ ეს მხოლოდ მახარებს (იცინის). ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს, ისე გვიყვარს ერთმანეთი, ძალიან ბავშვური და არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან ეჭვიანობა. მადლობა ყველას, ვისაც ჩემი ლევანი უყვარს და უყვარდა“,-ყვება კუბლაშვილი.

11944949_949370798440133_1979021474_n

10311850_949371128440100_545772960_n

კომენტარები

სხვა სიახლეები