ადამიანი, რომელმაც ჰოლივუდის მწვერვალი ქვესკნელიდან დაიპყრო

„ერთისთვის ნორმალური, სხვისთვის კი შეშლილი.“-ტიმ ბარტონი

ტიმ ბარტონის შემოქმედებას შესაძლოა კოშმარებით სავსე აურზაური უწოდოთ, თუმცა მის უნიკალურობაში ეჭვი არავის ეპარება. ძველმოდურად ჩაცმული, დაუვარცხნელი, მიცვალებულებსა და გახრწნილ სხეულებზე „ჩაციკლული“ ტიპი ჰოლივუდის მწვერვალზე აღმოჩნდა, თუმცა „დედამიწის ზედაპირზე“ ბარტონისთვის წარმატების მწვერვალს ძნელად თუ ნახავ.

ბავშობა სასაფლაოსთან ახლოს მდებარე პატარა ბინაში გაატარა. აგურებით ამოშენებულ ოთახში მზის სინათლე ერთი პატარა სარკმლიდან თუ შეაღწევდა. ბევრს ხატავდა და უღუზო გემივით მიცვალებულთა ფიქრებში იკარგებოდა.

მისი რამდენიმე ფილმი სწორედ რომ ბავშობის დროს გაკეთებული ჩანახატების მიხედვითაა აგებული: ედვარდ მარატელხელება და ჯეკ ჩონჩხი, ფილმიდან, „კოშმარი შობის წინ“, „ფრანკენვინის“ ისტორია ტიმის ბავშობის დროინდელ ძაღლზეა დაფუძნებული.

„ბეტმენი“ (1989)- ფილმი, რომელმაც 31 წლის ბარტონი ჰოლივუდის ოქროს ბიჭუნად აქცია. ჯოკერის როლს ჯეკ ნიკოლსონი ასრულებს. „ბეტმენის“ საუნდტრეკები დენი ელფმენს ეკუთვნის. ტიმ ბარტონმა მუსიკოსი ფილმზე, „ფი-უიი დიდი თავგადასავალი“, მუშაობისას გაიცნო. მას შემდეგ კი თითქმის ყველა სუპერგმირზე დაწერილი მუსიკა ელფმანს ეკუთვნის, „ადამიანები შავებში“-დან დაწყებული „ადამიანი-ობობა“-მდე.

Disney-ს სტუდიაში მუშაობას ბარტონი შემდეგნაირად იხსენებს, სახეზე სულ „შემეშვით“, „თავი გამანებეთ“ მეწერა. ხშირად სხვის მოსაჩვენებლად ფანქრით ხელშიც კი ჩასძინებია. თუმცა ამას სულაც არ შეუშლია ხელი სამუშაო საათებში მისი პირველი ფილმი, „ვინსენტი“, დაეხატა.

ბარტონისთვის დამახასიათებელი სიყვარული პირქუში საგნების მიმართ საკუთარ ჩაცმულობაზეც აისახა. თითქმის სულ შავ სამოშია გამოწყობილი. ბოროტი ენები ისეთ ხმებსაც ყრიან თითქოს ბარტონს ფერების შეხამება უჭირდეს. თუმცა ლოგიკურია იფიქრო რომ მორცხვ ხელოვანს ჩაცმულობა სულ არ ადარდებს.

ბარტონი თავის ფილმებში ხშირად სჯის ადამიანებს იმით რისკენაც ყველაზე მეტად ისწრაფიან. მაგალითად ფილმში „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ რეჟისორი ამბიციებით შეპყრობილ, გაუმაძღარ პერსონაჟებს უმოწყალოდ უსწორდება: გინდოდათ?! – მაშ, მიიღეთ!

                                                                                                    

გთავაზობთ ბარტონის შემოქმედებიდან 10 საუკეთესო ფილმს:

10. ვინსენტი Vincent (1982)

11908064_596887747118332_1676876421_n

9. მთვლემარე ღრმული Sleepy Hollow (1999)

11903384_596887760451664_1477921134_n

8. ბითლჯუისი Beetlejuice (1988)

11908214_596887787118328_1791481789_n

7. დიდი თევზი Big Fish (2003)
11911506_596887843784989_1774734826_n

6. ედვარდ მაკრატელხელება Edward Scissorhands (1990)
11873913_596887870451653_33227149_n

5.ბეტმენი Batman (1989)
11900995_596888437118263_2062496219_o

4. მარსი გვიტევს! Mars Attacks! (1996)
11882411_596888503784923_1787184146_o

3. კოშმარი შობის წინ The Nightmare Before Christmas (1993)
11855537_596888520451588_1684554868_n

2. ფი-უიი დიდი თავგადასავალი Pee-Wee’s Big Adventure (1985)
11911898_596888547118252_1975490856_n

1. ედ ვუდი Ed Wood (1994)

11911675_596888560451584_103346412_n

 

ლექსო მიგრიაული 

კომენტარები

სხვა სიახლეები