მეფეს ყველაფრის უფლება აქვს! – მონარქების ოჯახის წევრების აღვირახსნილი ქცევები

გვირგვინი, სამეფო, კვერთხი… მთავარია ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღო! ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ ბევრი თანამედროვე სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.

გთავაზობთ იმ მონარქების და მათი ოჯახის წევრების სიას, რომლებიც არამეფური საქციელით გამოირჩევიან.

თეოდორა ზაინ ვიტგენშტეინი: მინი-სტრიპტიზი, ლოთობა და რასიზმი

2014 წლის ივნისში სასამარლომ პრინცესას 1700 დოლარიანი ჯარიმა დააკისრა ეთნიკური საბაბით მუქარის და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. 27 წლის პრინცესა მანამდეც იყო დაკავებული წვეულებაზე ხალხის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის და პოლიციასთან ჩხუბის გამო. თეოდორა გამოირჩევა ქსენოფობიური განცხადებებით და მუსულმანების მოკვლასაც კი მოუწოდებდა.

პრინცი ჯეფრი: შოპოჰოლიზმი და გარყვნილება

ბრუნეის სულთანის ღვიძლი ძმა სამეფო სისხლის ყველაზე სექსუალურად აღვირახსნილი წარმომადგენელია. თავის იახტას მან მოკლედ და კონკრეტულად ”ძუძუები” დაარქვა. აგრეთვე ის შოპოჰოლიკია, ერთ თვეში მაღაზიებში 55 მილიონი დოლარის დახარჯვა მოახერხა. მისი ავტომობილების რაოდენობა 2300-ა. ჯეფრი, რომელიც ფინანსთა მინისტრად მუშაობდა, ფულის გაფლანგვაში დაადანაშაულეს. ახლა ის თვეში 22 000 დოლარიან ანაზღაურებაზე ცხოვრობს.

მეშაელ ალაიბანი: მონათმფლობელობა

საუდის არაბეთის პრინცის აბდულრახმან მეშაელ ალაიბანის მეუღლე ყველაზე კრიმინალური მონ

არქია ამ სიაში. პრინცესა კალიფორნიაში დააპატიმრეს მონათმფლობელობის გამო. კენიელმა ქალმა განაცხადა, რომ პრინცესამ ის მსახურად დაიქირავა, ფულს არ უხდიდა და პასპორტიც წაართვა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა კიდევ ოთხი ძალით დატყვევებული მონა აღმოაჩინეს. სასამართლომ საკმარისი ნივთმტკიცება ვერ მონახა, რომ ალაიბანის დანაშაული დაემტკიცებინათ, ამიტომ ის მშვიდობიანად გაუშვეს.

პრინცი ჰარი: დებოში, ფაშიზმი, მარიხუანა და პრესასთან ჩხუბი

პრინცი ჰარის “დამსახურებების” ნუსხაშია ხმაურიანად გაშუქებული კოსტუმირებული წვეულება, რომელიც ლას ვეგასში 2012 წელს მოეწყო, სადაც პრინცი ფაშისტურ სამხედრო ფორმაში მივიდა. 2005 წელს პაპარაცის ეჩხუბა, 2002 წელს კი 17 წლის ჰარი მარიხუანას მოხმარების გამო დააკავეს.

ირინა უოლკერი: მამლების ჩხუბი

2013 წელს რუმინეთის ჩამოგდებული მეფის, მიხაი პირველის ქალიშვილი ქათმების ბრძოლების მოწყობაში დაადანაშულეს, რაც ამერიკული კანონებით აკრძალულია. პრინცესა და მისი მეუღლე თავიანთ რანჩოზე მოწყობილ ბრძოლებში დღეში მინიმუმ 2000 დოლარს შოულობდნენ.

მახა ალ სუდაირი: გადასახადების დამალვა

მრინცესა მახა ალ სუდაირის, რომელიც საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელია, არ უყვარს კომუნალური გადასახადების გადახდა. ნახევარი წელი ხუთვარსკვლავიან სასტუმრო შანგრი-ლაში ცხოვრების შემდეგ, ქალმა თითქოს არც უცხოვრიაო, 6 მილიონი ევრო არ გადაიხადა. მან უბრალოდ ჩაალაგა ჩემოდნები და სასტუმროდან გავიდა.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები