ზაფხულში მილიონობით ადამიანი მიეშურება ზღვაზე, რომ დაისვენოს რუტინული სამსახურისგან, ქალაქის ხმაურისგან და ზედმეტი ტანსაცმლისგან. თუმცა როგორც არ უნდა გავიხადოთ, ქცევები მაინც იძლევა პასუხს იმაზე, თუ რომელი ქალაქიდან თუ ქვეყნიდან ხარ. გერმანულმა გამოცემა Die Welt- მა გაარკვია, თუ როგორ იმალება მენტალური თვისებები ქალის საცურაო კოსტუმში.
ბრიტანელი
გალანტური უხეშობის და პლაჟის ლამაზმანის ნაზავი. ინგლისელი უპირატესობას ყოველთვის ინდივიდუალურობას ანიჭებს და ამიტომ დეტალებს დიდ ყურადღებას უთმობს.
ხალხისგან მას ყველაზე მოკლე კაბა, მოტკეცილი ჯინსები და ღრმა ტოპი გამოარჩევს. აგრეთვე გიგანტური მზის სათვალეები.
ფრანგი
ცოტათი რომანტიკული, ცოტათი ამპარტავანი და სტაბილურად ცივი. ფრანგი თავის გარეგნობით და ქცევით ცდილობს დაგანახოს, რომ მხოლოდ საკუთარი თავითაა დაინტერესებული და მასთან კონტაქტზი უადგილო იქნება. ყველაზე დიდ სიამოვნებას ის წითელი ღვინისგან იღებს. პლაჟზეც კი უარს არ ამბობს ბოჰემურ ვიზუალზე, რადგან თავს ისე გრძნობს, როგორც პოდიუმზე. აქსესუარებში აუცილებლად არის რაიმე შანელის წარმოების.