კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 10 -17 აგვისტო

თქმა არ უნდა მეგობრებო, დამდეგი კვირა ერთობ ენერგიული, დინამიური და მოვლენებით დატვირთული გველის. ამ ყველაფრის ბიძგის მომცემი კი უპირველეს ყოვლისა იქნება პლანეტა მარსი, რომელმაც ზუსტად კვირის დასაწყისში უნდა დატოვოს მისთვის შედარებით პასიური ზოდიაქოს ნიშანი – კირჩხიბი და ექსპანსიური, ამაყი ლომის ზოდიაქოს ნიშანში უნდა გადაინაცვლოს. მარსი ენერგიაა, ქმედება და წინსვლის ჟინი. ლომის ზოდიაქოს კი მოგეხსენებათ აქტიურობა, სიამაყე და პომპეზურობა ახასიათებს. ამიტომ მიმდინარე კვირის მანძილზე გაიზრდება გარკვეული დაპირისპირებების, საყოველთაო და ხმაურიანი სკანდალების წილი როგორც ჩვეულებრივ ურთიერთობებში, ისე მას-მედიასა და პოლიტიკაში.

მოკლედ დგება დრო ერთმანეთისთვის „კუნთების დატოლების“ რასაც მარსის და მზის ლომის ზოდიაქოს ნიშანში განლაგება კიდევ უფრო გააქტიურებს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მიმდინარე პერიოდში უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება სიტუაციის და მოველენების „სწორად შეფუთვას“ და არა მთ ჭეშმარიტ არსს რეალობაში,ამიტომ მოიგებს ის ვისაც მეტი გააჩნია თეატრალური ნიჭი და ტალანტი.

სიტყვამ მოიტანა და ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ზუსტად ეს პერიოდია კარგი ნებისმიერი იმ სფეროს წარმომადგენლისთვის ვისი საქმიანობაც უშუალოდ საზოგადოების წინაშე პოზირებას და წარდგენას უკავშირდება. ასე რომ მსახიობებს, შოუ-ბიზნესის და სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს, ხელოვანებსა და პიარის სპეციალისტებს წინ აქტიური პერიოდი ელით კარიერული კუთხით.

თუმცა კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი და ძალზე პოზიტიური მოვლენა, რომელიც მარსის ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადანაცვლებას გვერდს გაუმაგრებს, არის პლანეტა იუპიტერის კომბინაციები – იგი პირიქით, კვირის დასაწყისში ლომის ზოდიაქოს ნიშანს დატოვებს და შედარებით მშვიდ, სკრუპულოზულ, გაწონასწორებულ ნიშანს – ქალწულს ესტუმრება მთელი ერთი წლის ვადით. ჰოდა, პირვე რიგში გიხაროდეთ ქალწულებო (მათთან ერთად მიწის სტიქიის ნიშნებო კუროებო და თხის რქებო) იმიტომ, რომ ბევრი თქვენგანისთვის ნოემბრის თვიდან რთული პერიოდი ძალიან მალე წარსულს ჩაბარდება და როგორც იტყვიან „თქვენც ამოისუნთქებთ“.

თუმცა მანამ სანამ, შავი მთვარე ჯერ კიდევ ქალწულის

ზოდიაქოშია გამაგრებული მაინც და მაინც ფრთების გაშლას ნუ იჩქარებთ, იუპიტერი ხომ გაფართოების ფუნქციით გამოირჩევა, ამიტომ შავი მთვარის გავლენა მას შეუძლია ერთი-ორად გაზარდოს.. შესაბამისად თვის ბოლომდე მაინც ფრთხილად გადადგით ნაბიჯები ფინანსური და კარიერული კუთხით.

ამ მხრივ განსაკუთრებით გასათვალისწინებელი არამხოლოდ ქალწულებისთვის, არამედ ზოგადად ნებისმიერი ნიშნის წარმომადგენლისთვის 13-14 აგვისტოს შუალედი იქნება. იმიტომ რომ პლანეტარული გავლენით ზუსტად ამ დროს მოიმატებს ფინანსური თუ ინფორმაციული მაქინაციების, აფერისტობის და ინტრიგების დონე ადამიანებში. გაძლიერდება მექანიკური შეცდომების დაშვების ალბათობაც.

სამაგიეროდ 14 აგვისტოს ახალმათვარეობა გვაქვს ლომის ზოდიაქოს ნიშანში, რაც საშუალებას მოგცემთ ძველ, დრომოჭმული ჩვევებსა და ურთიერთობებზე სამუდამოდ თქვათ უარი და რაიმე უფრო გრანდიოზული, სუფთა და გულწრფელი წამოიწყოთ ცხოვრებაში. რაც პირველ რიგში პირად ურთიერთობებს წაადგება, იმიტომ რომ უკვე 15 აგვისტოდან მზე-ვენერას შეერთება დაფიქსირდება რის ხარჯზეც ჩვენი რაინდული, რომანტიული ჟესტები და ემოციების აშკარა გამოხატვა საყვარელი ადამიანების მიმართ რეალურად მოიტანს შედეგს. ჰოდა, თუკი მოახლოვებულ ვიქენდებსაც ნაყოფიერად და რომანტიულ გარემოში დაგეგმავთ, მერწმუნეთ აგვისტოს თვე თქვენთვის წარმატებული და ბევრი დადებითის მომტანი იქნება.

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები