რიმანტას დიხავიჩიუსი – ეს არის პირველი საბჭოთა ფოტოგრაფი, რომელმაც საბჭოთა, ცენზურით აღსავსე ხელოვნებაში პირველი თამამი ნაბიჯი გადადგა.
სწორედ მის სახელს უკავშირდება პირველი ეროტიული ფოტოხელოვნება საბჭოთა კავშირის მასშტაბით.
ქალის სილამაზე მან საავტორო ალბომში, სახელწოდებით “ყვავილები ყვავილთა შორის”, 1987 წელს შექმნა.
ცხადია, ამ ალბომმა “ბომბის ეფექტი” მოახდინა.
ბუნებრივია, დიხავიჩიუსის ამ თამამ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდა არსებული ცენზურა, თუმცა პრეცედენტი შეიქმნა და აღნიშნული ალბომი საბჭოთა კავშირის პირველ საჯარო ეროტიულ ფოტონამუშევრებად მიიჩნევა.
წყარო: http://www.adami.ge