საკმაოდ ხშირად მომისმენია გარშემო მყოფი ადამიანებისგან ჩივილი უძილობაზე. თუმცა, უძილობა ამ შემთხვევაში ამ სიტყვის პირდაპირი და სრული გაგებით არ ფიქსირდება, როგორც წესი სიფხიზლის ორი საათი ღამით, დაახლოებით სამ საათზე დგება და ადამიანი მხოლოდ გამთენიისას ახერხებს ჩაძინებას. მომდევნო ორი საათის მანძილზე ამ ხალხის უმრავლესობას რატომღაც, ათასგვარი ნეგატიური ფიქრი, შიში თუ წინათგრძნობა იპყრობს და ვერაფრით ახერხებს თავს დაძინება აიძულოს. ზუსტად ორ საათში კი ყველაფერი თავისთავად ლაგდება. ხომ არ გეცნობათ ზემოხსენებული სიმპტომები?
მაინც რა ფენომენია – ღამის სამ საათზე გაღვიძების ჩვეულება.
ეზოთერიკოსები ამ ფაქტს – “სიზმრების ტრიადას” უწოდებენ.
ადამიანი ნორმალურ რეჟიმში დასაძინებლად წვება და სამ საათიანი ძილის შემდეგ აუხსნელი მიზეზებით ეღვიძება. შემდგომ ამისა ფხიზლობს ორი საათი და ისევ იძინებს დილამდე სამი საათის მანძილზე.
სიფხიზლის აღნიშნული ორი საათი სავსეა პირქუში ფიქრებით, მომავალზე პანიკური შიშით და დარდით რა იქნება წინ, მომავალში.
თუკი ასეთი ადამიანების რიცხვს განეკუთვნებით იცდეთ, რომ თქვენ ძალზე ძლიერი ინტუიციის პატრონი ხართ და ფლობთ ძალას საკუთარი მომავალი დააპროგრამოთ. ფიქრები მატერიად აქციოთ.
სწორედ ამ ორსაათიანი სიფხიზლის პერიოდში უკავშირდება თქვენი ენერგოველი უმაღლეს კოსმიურ ტალღებს, რის ხარჯზეც ადამიანს არაერთი ფიქრი, უსიამოვნო აზრი და მომავლის მიმართ აუხსნელი შიში იპყრობს.
თუმცა, ეზოთერიკოსები გირჩევენ, იმ შემთხვევაში თუკი თქვენ სწორედ ამგვარი “პრობლემებით” იტანჯებით გამოიყენეთ კოსმიური ვიბრაცია, საკუთარი აზრებისა და ოცნებების დასაპროგრამებლად. იოცნებეთ მომავალზე, რომელიც თქვენთვის მისაღებია. ისურვეთ და უსურვეთ ახლობელ ადამიანებს ისეთი ცხოვრება, როგორი ცხოვრებაც მათთვის გულით გემეტებათ.
აქედან გამომდინარე ამ ორსაათიანი, იძულებითი სიფხიზლის პერიოდში განეწყეთ პოზიტიურად, მოსუმინეთ საყვარელ მუსიკას, იფიქრეთ ადამიანებზე, ვინც გიყვართ და ვისაც უყვარხართ. წარმოსახვას მაქსიმალური გასაქნი მიეცით და დააპროგრამეთ საკუთარი ფიქრები მომავალზე – გწამდეთ, ნებისმიერი თქვენი აზრი, რომელსაც ამ ორსაათიანი სიფხიზლის პერიოდში აგზავნით კოსმოსში სამომავლოდ ფრთებს შეისხამს და რეალიზდება. მიმდინარე საათებში თქვენი ფიქრები “გამადიდებელი შუშის” ეფექტს ატარებს, სხვანაირად ეს შეგვიძლია ფერიას ჯადოსნურ ჯოხსაც შევადაროთ. ოღონდ ინატრეთ, ინატრეთ გულით. სიკეთითა და გულწრფელობით. აუცილებლად შეგისრულდებათ.
წყარო: esotericblog.ru