ჩერნობილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა – კადრები “მკვდარი ქალაქიდან”
1986 წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის №4 რეაქტორზე აფეთქება მოხდა. ხანძრის ჩაქრობას 10 დღის განმავლობაში სადგურის რამდენიმე ასეული თანამშრომელი ცდილობდა. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. მსოფლიო რადიაციის ღრუბელში გაეხვია – ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ატომური კატასტროფა იყო.
მეცნიერების თქმით, ტერიტორია საცხოვრებლად ვარგისი მომავალი 20 000 წლის მანძილზე არ იქნება. მოყვარულმა ფოტოგრაფმა როლანდ ვერანტმა კატასტროფის ადგილი პირველად 5 წლის წინ მოინახულა და მას შემდეგ კიდევ 7-ჯერ დაბრუნდა ამ ადგილას. საბოლოო ჯამში, როლანდმა 42 დღე გაატარა კატასტროფის ზონაში.
წყარო: http://www.ambebi.ge