ზოდიაქოს ყველაზე სტაბილური წყვილები

წყვილების თავსებადობის საკითხი დაუცხრომელ ინტერესს იწვევს გამუდმებით ჩვენს მკითხველებს შორის. ყველას აინტერესებს ალბათ, თუ რამდენად შეეფერება საკუთარ მეორე ნახევარს. მას კი ვინც ჯერ ისევ პოტენციური საქმრო/საცოლის აქტიურ ძიებაშია ხშირად უჩნდებათ კითხვა – თუ ვის აჯობებს დაუკავშირონ ცხოვრება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. მინდა გითხრათ, რომ მზა ფორმულები ამა თუ იმ კონკრეტული წყვილისთვის ოჯახური ჰარმონიის შესანარჩუნებლად არ არსებობს. ყველა ადამიანის ბედი ინდივიდუალურად, პირადი ასტროლოგიური რუკის მიხედვით განისაზღვრება. თუმცა, მე შემიძლია შემოგთავაზოთ ერთ-ერთი ცნობილი იტალიელი ასტროლოგის სტატისტიკური დაკვირვება იმის თაობაზე, მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ წყვლებში ვხვდებით ყველაზე სტაბილური და ჰარმონიული ოჯახის შანსებს.

ასეთი კი სულ რამდენიმეა:

ვერძი – ლომი ამ წყვილში ხშირია ხმაურიანი კონფლიქტები, თუმცა მათი სიყვარული ყველაზე ხშირად უძლებს დროს და სხვადასხვა ტიპის განსაცდელს. ისინი ერთად დიდ და საშიშ ძალას ქმნიან, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს ოჯახური სიმყარე სხვების ჯიბრზე და არაკეთილმოსურნეების გულის გასახეთქად.

კირჩხიბი – კურო მათ ერთნაირად უყვართ ფული, სახლი, კომფორტი და სიმყუდროვე. ორივე შინაყუდა და ასოციალურია. სიამოვნებთ ერთმანეთთან დიდი

დროის გატარება. არიან იდეალური მშობლები და მეუღლეები საკუთარი შვილებისთვის.

Astrologia

თევზები – თხის რქა მძიმე ხასიათის, პირქუშ თხის რქას მხოლოდ თევზების თავგანწირული ბუნება და გამგებიანი ხასიათი თუ დააბალანსებს. ასეთი წყვილი იშვიათად საუბრობს ბევრს ერთმანეთში, მაგრამ ორივე იღებს ურთიერთისგან იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამქვეყნად – თხის რქა უპრეტენზიო, თანამგრძნობ მეორე ნახევარს; თევზები კი საიმედო საყრდენს და ემოციურ სტაბილურობას თხის რქის სახით.

მერწყული – ტყუპი მათი კავშირი ცვალებადობასა და სიურპრიზებზეა აგებული. ისინი ერთნაირად ერთობიან ცხოვრებით ისევე როგორც ორი გიჟი მოზარდი საქანელაზე ქანაობით. თუმცა, უმთავრესი რაც ამ ორს აქვს ეს მუდმივი სიახლის შეგრძნება და ერთმანეთით გამუდმებული აღფრთოვანება, რაც საშუალებას აძლევს მათ კავშირს მუდმივად იყოს ხალასი და არამოსაწყენი.

წყარო: http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები