ვერძი
მეტად იაქტიურეთ და გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. საუკეთესოდ შესრულებული საქმიანობისთვის შექებას დაიმსახურებთ. რაც გარშემო მყოფებში შურსა და დაპირისპირებას გამოიწვევს.
კურო
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან; მატერიალური მდგომარეობა, რაც საშუალებას მოგცემთ ან უძრავი ქონება შეიძინოთ, ან სარფიანად დააბანდოთ ფული.
ტყუპი
დღეს დადებული ხელშეკრულება მომავალში მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. სიფრთხილე გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას.
კირჩხიბი
სწავლის თუ სამსახურის საქმეების გამო საყვარელ ადამიანთან ინტენსიურ შეხვედრებს ვერ მოახერხებთ. თუმცა, ეს დრო გრძნობის გამოცდის საშუალებას მოგცემთ.
ლომი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. დაასრულეთ დაწყებული პროექტები. ჯერჯერობით საიდუმლოდ შეინახეთ მიღებული ინფორმაციები.
ქალწული
დღეს
რთულ საქმეებს დამოუკიდებლად, სხვების დაუხმარებლად მოაგვარებთ. ნუ იქნებით მთელი დღე საქმეებზე მომართული დროდადრო სუფთა ჰაერზე გადით, სილამაზეები აღმოაჩინეთ.
სასწორი
დღეს ზედმეტად მეოცნებე ხართ. ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება გსურთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას, ახალი კონტრაქტების დამყარებას ან გაუქმებას.
მორიელი
დღეს მაქსიმალურად შეამცირეთ მოთხოვნები და შეხვედრები. განსაკუთრებით ნუ შეხვდებით უფროსს და ნუ მოითხოვთ ხელფასის მომატებას, დაწინაურებას.
მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. მეორე ნახევარი დასვენებას, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას დაუთმეთ.
თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგი მემკვიდრეობას მიიღებს. ფულის საქმეში დაბანდებამდე კარგად გაერკვიეთ საკუთარ მოვალეობებსა და ვალდებულებებში.
მერწყული
რომანტიკულ განწყობაზე ხართ და გრძნობების გამო სერიოზულ საქმეებს ნუ შეეჭიდებით. თუ ყურადღებას არ გამოიჩენთ, შეიძლება უმნიშვნელო დეტალიც კი პრობლემად გექცეთ.
თევზები
მოერიდეთ კამათს და ურთიერთობის გარჩევას კოლეგებთან და პარტნიორებთან. მეტი ყურადღება დაუთმეთ პირად ვალდებულებებს და ნუ ეცდებით საკუთარი პრობლემების სხვებისთვის გადაბარებას.
წყარო: www.astrologi.ge