პროექტ „ერთი ერთის“ მონაწილე და ეკა კვალიაშვილის შვილი მომღერალი ნუკა კვალიაშვილი აცხადებს, რომ კონკურსზე საკუთარ 5 ქულას იმას უწერს, ვინც ნამდვილად მოეწონა, თუმცა სხვა მონაწილეები ასე არ იქცევიან.
„ქულების რაოდენობით რომ მისწრებდეს ვიღაც და მისი სასცენო ნომერი მომეწონოს, ჩემს 5 ქულას მაინც კონკურენტს დავუწერ. საწუხაროდ, სხვები ასე არ იქცევიან. ქართული „რაღაც-რაღაცეებია“ ხოლმე „შუაში“, მეგობრობა, ნათესაობა“, – აცხადებს კვალიაშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელმა მოწვეულმა ჟიურის წევრებმა დაწყვიტა გული, ნუკა ამბობს, რომ თვალი რომ გადაავლოს, ამას მაყურებელიც მიხვდება.
„ყველას ვგულისხმობ, რადგან საქართველო და მით უმეტეს თბილისი ძალიან პატარაა. ყველა ერთმანეთს იცნობს, ახლობლობენ. ჰოდა, კონკურსანტებს იმის მიხედვით აფასებენ, რომ ვიღაცას არ ეწყინოს, გული არ დასწყდეს… მოკლედ კონკურსზე ისეთი რაღაცეები ხდება, რაც ჩემზე უკვე აღარ მოქმედებს, რადგან მიჩვეული ვარ პირდაპირ ვიტყვი: ვიდრე ხალხი არ მიხვდება, რომ კონკურსზე მეგობრობა არ უნდა „ჭრიდეს“ და მონაწილეებს ობიექტურად უნდა აფასებდნენ, მანამდე ქართულ კონკურსებს არაფერი ეშველება“, – აცხადებს მომღერალი.
წყარო “გზა”