ალბათ არავისთვის უცხო არ არის ის ფაქტი, რომ მამაკაცები მონადირის ინსტინქტებით გამოირჩევიან ოდითგანვე. ამაში გასაკვირი არც არაფერია, კაცს უხსოვარი დროიდან უწევდა სარჩოზე ზრუნვა და ოჯახის უზრუნველყოფა. თუმცა ოცდამეერთე საუკუნეში, როცა ქალისა და მამაკაცის ფუნქციების გარკვეული არევა მოხდა, ქალები გაცილებით უფრო ემანსიპირებულები გახდნენ და ბევრმა მამაკაცმა დაკარგა ფუნქცია, რომლითაც იგი ოჯახში და პირად ურთიერთობაში დომინანტად მოიაზრდებოდა. როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ და ასტროლოგიაც იმავე აზრზე რჩება, ღალატის მოთხოვნილება, სხვა არაფერია ძირითად შემთხვევაში თუ არა საკუთარი უპირატესობის დამტკიცება პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, უკვე შემდეგ სხვებისთვის. ამიტომ მამაკაცები, რომელთაც მიდრეკილება გააჩნიათ პოლიგამიურობისკენ ძირითადად ამ მეთოდით არასრულფასოვნების კომპლექსს ებრძვიან საკუთარ თავში, რომელიც უმეტესობას ბავშვობიდან მოჰყვება.
დღეს მინდა ზოგადი სტატისტიკა შემოგთავაზოთ, იმის შესახებ თუ კონკრეტულად რომელი ნიშნის მამაკაცები უფრო არიან მიდრეკილნი ღალატისკენ და რატომ:
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ პატრნიორების ცვლის მოთხოვნილებაზე პასუხს აგებს ის კონკრეტული სტიქია, რომელსაც ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი განეკუთვნება. ამიტომ ე.წ. “მუტაბელური” (ცვალებადი) ნიშნის მამაკაცები გაცილებით უფრო ხშირად მიდიან ღალატზე რასაც მათი აზრით, მრავალფეროვნების სიყვარული უდევს საფუძვლად. თუმცა, ტყუპს, მშვილდოსნებსა და ქალწულებს სხვადასხვა მიზეზი აქვთ პარტნიორების შესაცვლელად. პირველი ორი მრავალფეროვნების გამო ღალატობს, ხოლო ქალწული ცდილობს შეცვალოს პარტნიორი და მოარგოს იგი საკუთარ იდეალურ გარემოს. თუ ეს ასე არ ხდება, მან შეიძლება პარალელურად ნახოს შესაბამისი კანდიდატურა. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იგი ოჯახს მაინც იშვიათად დაანგრევს. რასაც ვერ ვიტყვით ტყუპსა და მშვილდოსანზე. ამ ნიშნით დაბადებული მამრები მარტივად ეგუებიან ახალ-ახალ პარტნიორებს შესაბამისად, განქორწინებების რიცხვი მათ ცხოვრებაში შთამბეჭდავად დიდია.
ხშირად, თუმცა უმეტესად იმპულსების კარნახით ღალატობენ მეორე ნახევარს ვერძები, კირჩხიბები, მორიელები და თევზები. ასეთი მამაკაცები ღალატის ფაქტით ასე ვთქვათ, “წყენას იქარვებენ” ქორწინების პარტნიორზე. თუმცა, ოჯახის დანგრევამდე შესაძლოა აქაც არ მივიდეს საქმე, თუ თავად მეორე ნახევარი არ გამოიჩენს უაპელაციო სიჯიუტეს და პრინციპულ მიდგომას.
იშვიათად ღალატობენ პარტნიორს კუროები, თხის რქები და ლომები. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ერთგულების კუთხით ეს სამი მამრი ფაქტობრივად “ჩემპიონია” სხვა ნიშნებს შორის. თუმცა მანდილოსნების გასაგონად უნდა ითქვას, რომ თუკი ასეთი პარტნიორი გყავთ მის სიყვარულს მოფრთხილება უნდა, იმიტომ რომ ზემოხსენებულ ინდივიდებს განსაკუთრებული პრინციპულობა ახასიათებთ და განქორწინების გადაწყვეტილებას (თუკი პარტნიორი ამისკენ უბიძგებს მათ) იშვიათად ცვლიან.
დაბოლოს, ინტერესის გამო, ან უბრალოდ მსუბუქი ფლირტის მოთხოვნით ღალატობენ მეუღლეებს სასწორები და მერწყულები. ორივე ნიშანი ჰაერის სტიქიას განეკუთვნება, ამიტომ მათ საკმაოდო მსუბუქი დამოკიდებულება აქვთ თავად ღალატის ფაქტის მიმართ. შესაბამისად, დიდ ტრაგედიად არ აღიქვამენ მოკლევადიან გატაცებებს და მეორე ნახევრისგანაც იგივეს იმედი აქვთ ყოველთვის.
განაგრძეთ კითხვა :ASTROLOG.GE