ორგაზმი ქალის ჯანმრთელობისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კბილის საწმენდი ძაფი…

ნუ მოგერიდებათ – ორგაზმი ქალის ჯანმრთელობისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კბილის საწმენდი ძაფი. გაიგეთ მეტი შემდეგი ფაქტებით:

1. ორგაზმი ტკივილს შეგიმსუბუქებთ.

თავი გტკივათ? იქნებ ჯობს სექსით დაკავდეთ. არსებობს მტკიცებულებები, რომლის თანახმად ორგაზმი ხსნის ყოველგვარ ტკივილს. მართალია, ორგაზმი ტკივილს დროებით გაგიყუჩებთ და ეს მხოლოდ 8-10 წუთს გრძელდება, მაგრამ გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ სექსზე ფიქრსაც კი შეუძლია ტკივილი შეგიმსუბუქოთ.

2.პრეზერვატივის გამოყენება არ ცვლის ორგაზმის ხარისხს.

იმ შემთხვევაში თუკი თქვენ გაგიჩნდებათ კითხვა, აქვს თუ არა პრეზერვატივს რაიმე კავშირი ორგაზმთან, იცოდეთ რომ არ აქვს. მეტიც, პრეზერვატივის დახმარებით წყვილს შეუძლია ხანგრძლივი დროით დაკავდეს სექსით.თუ თქვენი პარტნიორი პრეზერვატივის ხმარებისას დაუკმაყოფილებლობის გრძნობით იტანჯება, მიმართეთ ხელით სტიმულირებას, ეს დაეხმარება მას მეტი სიამოვნება მიიღოს.

3. ქალების 30%-ი ვერ განიცდის ორგაზმს.

თუკი თქვენ პრობლემები გაქვთ ორგაზმთან დაკავშირებით, იცოდეთ რომ მარტო არ ხართ. კვლევებმა აჩვენა, რომ სექსის დროს ყოველი 3 ქალიდან 1 ვერ განიცდის ორგაზმს. კლიტორთან შეხება, დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში, მაგრამ ასევე აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რათა გამორიცხოთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვალი, დეპრესია ან დიაბეტი.

4. თუკი იპოვით ეგრეთწოდებულ “გ-წერტილს” გაიზრდება ორგაზმის განცდის შანსიც.

სექსოლოგები დიდი ხანია იკვლევენ ქალის სასქესო ორგანოს და მიიჩნევა, რომ ის შეიცავს დიდი რაოდენობით ნერვულ დაბოლოებებს, რაც ეხმარება ქალებს ხანგრძლივი და ძლიერი ორგაზმის განცდაში. მაგრამ ეს საკამათო თემაა. ლოს-ანჯელელი სექსოლოგი,ავა კედელი ემხრობა ეგრეთწოდებული “გ-წერტილის” არსებობას და ეხმარება ქალებს მის პოვნაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქალს განსხვავებული “გ-წერტილი” აქვს, უმეტესად ქალის საშოში გვხვდება და რთული სტრუქტურა ახასიათებს.

5.ორგაზმის ხარისხი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება.

რა თქმა უნდა უამრავი რამ გსმენიათ, თუ როგორ იცვლება ცხოვრება ასაკის მატებასთან ერთად, მაგრამ როცა საქმე ორგაზმს ეხება, აქ იცოდეთ, რომ თქვენი სექსუალური ცხოვრება აბსოლუტურ ცვლილებებს განიცდის. “ასაკში ორგაზმის განცდა გაცილებით ადვილად მიიღწევა” – ამბობს ექიმი ჰერბენიკი. მაგალითად,მაშინ როცა 18-დან 24 წლამდე ქალებში მხოლოდ 61% განიცდის ორგაზმს, 30წლის ასაკის 65%, ხოლო 40-50წლის ქალების 70% განიცდის მას. გარდა ამისა, ეს იმით აიხსნება, რომ ნდობა და სიახლოვე, რასაც ქალების უმრავლესობა წლებთან ერთად,ხანგრძლივი ურთიერთობისას იძენს, მეტ გამოცდილებას მატებს მათ და ეხმარება თავდაჯერებულობის გაუმჯობესებაში.

6. ქალებს, რომლებსაც მოუწესრიგებელი საძინებელი აქვთ, ხშირად განიცდიან ორგაზმს.

ქალები უფრო ადვილად განიცდიან ორგაზმს, როცა განხვავებით ერთი აქტისა, რამდენიმე სექსუალური აქტი აქვთ. მაგალითად: ვაგინალურ სექსს პლუს ორალური სექსი ზრდის ორგაზმის განცდის შანსს, ალბათ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ხალხი სექსს უფრო მეტ დროს უთმობს.

7. იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ქალი ყოველგვარი აქტის გარეშე განიცდის ორგაზმს.

ყველას გვსმენია იმ ქალების შესახებ, რომლებმაც ორგაზმი განიცადეს მატარებელში ან სულაც მასაჟის დროს. ეს არ არის მითი, ექსპერიმენტების თქმით ეს სწორედ რომ ცხოვრებისეული მოვლენაა. გარკვეული მოქმედებისას სპონტანური ორგაზმი,ორგვარად აიხსნება – 1. სასქესო ორგანოში სისხლის ნაკადის მიმოქცევის ზრდა და 2. კლიტორთან უშუალო შეხებით. ამიტომ სიხსლის ნაკადის მიმოქცევის ზრდამ და გამაჯანსაღებელმა მასაჟმა შესაძლოა ორგაზმის განცდას შეუწყოს ხელი.

8. ქალების უმრავლესობისთვის ეს აუცილებელია…

ქალების უმეტესობას, კლიმაქსის პერიოდი უფრო უხანგრძლივდება, ვიდრე მათ პარტნიორ მამაკაცებს. სტატისტიკის მიხედვით, კლიმაქსის პერიოდში ქალებს დახლოებით 20 წუთიანი სექსუალური აქტი აქვთ.თუ თქვენ აღმოაჩენთ,რომ თქვენი პარტნიორი თქვენზე ადრე განიცდის ორგაზმს,არსებობს გზები დაეხმაროთ მას შენელებაში. ფსიქოლოგიური სავარჯიშოები სასარეგებლოა თქვენთვის და ზეწოლის დროს მისი პენისის წნევის დარეგულირებისთვის.იმ შემთხვევაში, თუ ეს რჩევები არ გიშველით, უმჯობესია თქვენმა პარტნიორმა მიმართოსექიმს ან უროლოგს,რომელიც დაეხმარება პრობლემის გადაჭრაში.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები