კენი ვესტმა დოქტორის ხარისხი მიიღო

 ამერიკელმა რეპერმა კენი ვესტმა ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში დოქტორის ხარისხი მიიღო. წოდების მინიჭების ცერემონიალზე მომღერალი ტრადიციული შავი სამოსით და ოთხკუთხედი ქუდით მივიდა. “როდესაც ვკითხულობდი ლექციებს ოქსფორდის უნივერსიტეტში, ვფიქრობდი, რომ უფრო ადვილი იქნებოდა, თუ ჩემს თავს ვუწოდებდი ხელოვნებათმცოდნეს, დოქტორის წოდებით”,-განაცხადა ვესტმა. მან ასევე გაიხსენა მისი სწავლის პერიოდი ჩიკაგოს ინსტიტუტში, როდესაც სწავლობდა ინგლისურ ენას და ვეღარ მოახერხა სასწავლებლის დამთავრება. ახლა კი მისი ოცნება, გამხდარიყო ხელოვნებათმცოდნე, აიხდინა. მომღერალს მიღებული აქვს 21 გრემის ჯილდო.

კომენტარები

სხვა სიახლეები