უკარება, ავხორცი თუ უბრალოდ კარგი მსახიობი – ქალის რეალური სახე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები ვერძები, ლომები და მშვილდოსნები როგორც წესი, ცხელსისხლიანთა კატეგორიაში შედიან. ამიტომ ამგვარ ქალებს, როგორც წესი, ცხოვრების მანძილზე ყოველთვის ერთზე მეტი პარტნიორი ჰყავთ. ისინი სექსში უკომპლექსოები, ვნებიანები და აქტიურები არიან. მათთვის მარტივია საზოგადოებაში მიღებული ნორმების წინაშე გალაშქრება და იშვიათად იღლიან თავს იმაზე ფიქრით “რას იტყვის ხალხი”.

ამ მხრივ განსაკუთრებული უკომპრომისობით ვერძი ქალები გამოირჩევიან. მოგეხსენებათ, ვერძის მმართველი პლანეტა მარსია – ამიტომ, ასეთ ქალს თანდაყოლილი აქვს საბრძოლო რეჟიმში ყოფნის მდგომარეობა. შესაბამისად, მისთვის მარტივია იბრძოლოს იმ შეხედულებების დასაცავად, რაც სწორად და მართებულად მიაჩნია.

გაცილებით უფრო დახვეწილი ქმედებები ახასიათებს ამ მხრივ ლომ ქალს. ლომები ღირსეული მეტოქეები და მტრები არიან მუდამ. იმიჯი და საზოგადოებაში არსებული ავტორიტეტი ქალი ლომისთვის ხელშეუხებელი რამაა. თუმცა, როცა სიყვარული მოდის ლომს ფსონად მაქსიმუმის დადება შეუძლია პირადი ბედნიერების სანაცვლოდ.

დაბადებით მებრძოლია ასევე მშვილდოსანი ქალი, ამასთან ერთად, იგი ყველაზე უკომპლექსო და თავისუფალია დანარჩენ ცეცხლის ნიშნებს შორის. რაც საშუალებას აძლევს მას უმტკივნეულოდ “გადახარშოს” ნებისმიერი სასიყვარულო რომანი და ახლით ჩაანაცვლოს იგი.

ცეცხლებს კოსმოპოლიტურ აზროვნებაში არ ჩამორჩებიან (თუ არ უსწრებენ) ჰაერის სტიქიის ნიშნები – ტყუპი, სასწორები, მერწყულები. ამ მხრივ ყველაზე თამამთა რიცხვში მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები ხვდებიან. როგორც წესი, ტიპური მერწყული ქალი ყოველთვის ანგრევს საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს, იმით რომ ცხოვრობს ისე, როგორც საჭიროდ და მისაღებად მიაჩნია.

ექსპერიმენტატორის ხასიათით გამოირჩევა ტყუპი. მისთვის ყოველი ახალი პარტნიორი “წაუკითხავ წიგნს” წააგავს და იგი დიდი ენთუზიაზმით იწყებს მის “კითხვას” მანამ, სანამ არ ამოწურავს და მოიბეზრებს. დაუმთავრებელი წიგნები ხომ არ არსებობენ ბუნებაში. თუმცა, არსებობს ისეთი ნაწარმოებიც, რომლის “გადაკითხვაც” ხშირად მოუნდეს შეიძლება ადამიანს პერიოდულად. (ნუ დაგვავიწყდება, რომ ტყუპი მერკურით იმართება – კომუნიკაციის, აზროვნების “კურატორი” პლანეტით).

სასწორი ქალები კი შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტი თავშეკავებულობით გამოირჩევიან ამ ტრიადიდან. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ სასწორს პირად კოსმოგრამაში მორიელის გავლენა არ უფუჭებს გავლენას. აი, აქ კი შესაძლოა, ძალიანაც გაჭირდეს ზღვარის გავლება ესთეტიურობასა და ავხორცობას შორის სასწორი ქალის შემთხვევაში.

წყლის სტიქიის ქალები – კირჩხიბი, მორიელი და თევზები როგორც წესი, ყველაზე ემოციური და სენსიტიური ქალების კატეგორიას მიეკუთვნებიან. ასეთი ქალისთვის მორიელის გარდა, საკმაოდ ადვილია პარტნიორის ზეგავლენას დაემორჩილოს და გახდეს “მამაკაცის აჩრდილი”, ე.წ. “ნებაყოფლობითი მონა”.

ამ მხრივ ყველაზე მეტი ლოიალურობით კირჩხიბი ქალები გამოირჩევიან. მათთვის პარტნიორზე ორიენტირებულობა ხშირად თვითმიზანზე მეტია. ისინი სექსუალური კუთხითაც მთლიანად ემორჩილებიან მამაკაცს და ხშირად იტანჯებიან არშემდგარი ან არასრულფასოვანი სექსუალური კავშირის გამო. მარტოოდენ იმ მიზეზით რომ ვერ ახერხებენ პარტნიორთან ემოციური კავშირის გაწყვეტას.

იგივე შეიძლება ითქვას თევზებზეც; თუმცა, უფრო ჰიპერთროფირებული დოზით. მაგრამ აქვე მინდა ერთი საინტერესო დეტალი გავიხსენო, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ცნობილი კურტიზანი ქალების სიას ყველაზე მეტი “თებერვლის თევზი” ამშვენებს, მათ შორის მადამ დე პომპადური და სხვები.

ხოლო, რაც შეეხება მორიელს, ამ ქალის სექსუალურობასა და ტემპერამენტზე ლეგენდები დადის, რაც სავსებით შეესაბამება სინამდვილეს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ მორიელი წყლის სტიქიის ნიშანია, წყალი კი როგორც არ უნდა ვატრიალოთ, მაინც განიცდის პარტნიორის მხრიდან გარკვეულ ემოციურ გავლენას. ამიტომ ქალი მორიელის სექსუალური მადა მთავრდება იქ, სადაც იწყება ემოციური მიჯაჭვულობა. რომელიც ხშირად სიმართლე ითქვას, ერთობ მტკივნეული და არასახარბიელო შედეგების მომტანია მისთვის.

 

წყარო: astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები