რომელ ზოდიაქოს ნიშანს უმართლებს ყველაზე მეტად ცხოვრებაში?

ასტროლოგმა, პაველ გლობამ, შეადგინა ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის, სადაც დაწერა, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ეხმარება ბედი ხშირად.

შედგენილი ჰოროსკოპის თანახმად, იღბალი ყველას თანაბრად არ სწყალობს.

ვერძი

ვერძი, თამამად შეგვიძლია დავასახელოთ იღბლიან ნიშნად. მათ ფორტუნა საკმარისად უღიმის, განსაკუთრებით – კარიერაში. თუმცა, ამ ნიშნის წარმომადგენლები, ყოველთვის არ იყენებენ ბედის საჩუქრებს. ზოგჯერ, ვერძი, იმდენად ბრმავდება, რომ აწყობილ გარემოშიც კი ვერ ხედავს სარგებელს.

კურო

კუროებს, ძალიან უმართლებთ ფინანსების მხრივ. ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლებს, არასდროს ეხებათ ფინანსური კრიზისი. კუროები, ამ ფაქტს, ბოროტად იყენებენ, – ხდებიან ხარბები და მეწვრილმანეები. მათ, ასეთ შემთხვევაში, წარმატება ზურგს აქცევს.

ტყუპები

ტყუპები, იმ ნიშანთაგანია, რომლებსაც ძალიან უმართლებთ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს, შეუძლიათ, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდნენ. ბედისწერას ძალიან უყვარს ისინი, მათი პოზიტიური დამოკიდებულების, აქტიურობისა და სიმსუბუქის გამო.

კირჩხიბი

კირჩხიბებს, დიდად არ უმართლებთ. ასტროლოგი მათ ურჩევს, რომ მაინცდამაინც არ დაეყრდნონ იღბალს, რადგან მათ ცხოვრებაში იშვიათად ჩნდება იგი. იმისათვის, რომ კირჩხიბმა ბედის მხარდაჭერა მოიპოვოს, რეკომენდირებულია – ხშირად მოუსმინოს და მიჰყვეს თავის ინტუიციას.

ლომი

იღბალს ძალიან უყვარს ლომის ნიშანი და ხშირად ათამამებს, მაგრამ ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლები, ყოველთვის არ არიან მადლიერნი მის მიმართ.

ქალწული

ქალწულებს, 50/50-ზე უმართლებთ. მათი მთელი ცხოვრება, შავ და თეთრ ზოლებად იყოფა. ამ ნიშნის წარმომადგენლებს, იღბალი ხშირად არ უღიმის. მიუხედავად ამისა, ქალწულები, სასოწარკვეთას არ ეცემიან და ყველანაირი ძალებით ცდილობენ, რომ თავად მიაღწიონ რაიმეს.

სასწორი

სასწორი, ნამდვილად ვერ დაიკვეხნის იღბლის კეთილგანწყობით. ხშირად, მათ ცხოვრებაში, წარმატებაზე მეტად – წარუმატებლობაა. თუმცა ამით, დიდად არ არიან შეწუხებულნი, რადგან არ ელიან ბედისგან საჩუქრებს და ყველაფერი მხოლოდ საკუთარ ძალებზე აქვთ გათვლილი.

მორიელი

მორიელს, ხშირად უმართლებს ცხოვრებაში. ზოგჯერ, ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც “ნგრევა” გარდაუვალია, დასახმარებლად დიდი ძალა აკითხავს. ის, ამ ფაქტს, უბრალო ამბად აღიქვამს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები, ყველაზე იღბლიანები არიან. უბრალოდ, რთულია გაარჩიო, რა შემთხვევაში გაუმართლათ და რა შემთხვევაში მიაღწიეს წარმატებას, საკუთარი ძალებით. ამ ნიშნის წარმომადგენლები, აქტიურები და მოტივირებულები არიან ყოველთვის.

თხის რქა

თხის რქა – “გამოუსწორებელი” რეალისტია და არასდროს არაფერი აქვს გათვლილი იღბალზე. ამიტომ, ბედიც, მხარს არ უჭერს. ეს ნიშანი, მიჩვეულია, რომ ყველაფერს თვითონ მიაღწიოს. მას კი, ვისაც უმართლებს, სასტიკად სძულს.

მერწყული

მერწყულს ძალიან უყვარს იღბლისა და შემთხვევითობის იმედზე ყოფნა. რაც ყველაზე საინტერესოა, ფორტუნა, ხშირად და მოულოდნელად, სწორედ მათ უღიმის და ყველა სურვილის შესრულებაში ეხმარება. ასტროლოგის მტკიცებით, ზოდიაქოს სწორედ ეს ნიშანი გვევლინება ყველაზე იღბლიანად.

თევზები

თევზი, მთელი ძალებით ცდილობს მიიზიდოს იღბალი, მაგრამ იშვიათად გამოსდის. ამ ნიშნის წარმომადგენლები, ხშირად, ბედისწერის იმედზე არიანს საპასუხისმგებლო საქმეებშიც კი, როდესაც მათი ძალისხმევა აუცილებელია. მათი დადებული ფსონი ბედზე, ასეთ შემთხვევებში იწვება, იმდენად, რამდენადაც – ზედმეტს ითხოვენ.

პაველ გლობას შედგენილი ჰოროსკოპის თანახმად, ყველაზე იღბლიანი ნიშნებია: ვერძი, კურო, მერწყული, ტყუპები, მშვილდოსანი და მორიელი.

ასტროლოგი, დანარჩენებს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ყოფნას ურჩევს.

წყარო: siaxle.geonewstoday.com

კომენტარები

სხვა სიახლეები