რომელი ცნობილი ბიზნესმენის საყვარლობას აბრალებდნენ ნუკი კოშკელიშვილს: ”მეგონა მისი ცოლი მომივარდებოდა და მცემდა…”

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა ”პროფილში” თავის ცხოვრების უიღბლო პერიოდები გაიხსენა. ისაუბრა ცნობილ ფოტოზე, სადაც ჩანს, რომ ტრუსები არ აცვია. ნუკიმ თქვა, რომ გადამღებმა ჯგუფმა ვერ გათვალა, რომ განათების გამო კადრში ცუდად გამოჩნდებოდა მისი უკანალი.

ნუკიმ ისაუბრა ბენზე – ამერიკელ შეყვარებულზეც, რომელთან ერთადაც უკვე დიდი ხანია არ გამოჩენილა შოუებში. მაია ასათიანის მრავალჯერ დასმულ კითხვას დაშორდა თუ არა ბენს, უპასუხა, რაიმე სერიოზული რომ მომხდარიყო, შენ აუცილებლად გაიგებდიო.

ნუკიმ თავისზე გავრცელებულ ჭორებზეც ისაუბრა. ერთ-ერთი ვისთანაც დააწყვილეს ბიზნესმენი თემურ უგულავა იყო.

”იმდენმა მითხრა ამ ჭორის შესახებ, რომ მეშინოდა მისი ცოლი არ მომვარდნოდა და არ ვეცემე, არადა თემურ უგულავას ერთხელაც არ მყავს ნანახი” – აღნიშნა ნუკიმ.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები