წარმოგიდგენთ რუსეთში მოღვაწე 5 მილიონერის ცოლს და მათ შორის ელა იაკობაშვილს – დავით იაკობაშვილის მეუღლეს.
დაშა ჟუკოვა, რომან აბრამოვიჩის მეუღლე
რომან აბრამოვიჩი კერძო ინვესტორია. მისი ქონება 12 მილიარდი დოლარი გახლავთ.
დაშა მუზეუმ “თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – გარაჟის” დამაარსებელია. იყო მოდური ჟურნალის – “პოპის” რედაქტორი და ბრენდ Kova & T-ს ერთ-ერთი შემქმნელი.
ელა იაკობაშვილი, დავით იაკობაშვილის მეუღლე
დავით იაკობაშვილი, კერძო ინვესტორია და მისი ქონება 0,95 მილიონი დოლარი გახლავთ.
ელა ამჟამად ცხოვრობს პარიზში.
სტელა კესაევა, იგორ კესაევის მეუღლე
იგორ კესაევი მსხვილი კომპანიის – “მერკურის” მფლობელია. მისი ქონება 3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
სტელა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი, მეცენატი, გამომცემელი და ფონდ Stella Art Foundation-ს დამაარსებელია.
ელენა ტიმჩენკო, გენადი ტიმჩენკოს მეუღლე
გენადი ტიმჩენკო – “ნოვატეკის” დირექტორთა საბჭოს წევრია და მისი ქონება 10,7 მილიარდი დოლარი გახლავთ.
ელენა საქველმოქმედო ფონდ “ელენა და გენადი ტიმჩენკოს” დამაარსებელია. ის ფინეთის მოქალაქეა. რამდენიმე წლის წინ იყო შვეიცარიული სოციალურ-კულტურული ფონდის Foundation Neva-ს პრეზიდენტი.
ლუდმილა ლისინა, ვლადიმირ ლისინის მეუღლე
ვლადიმირ ლისინი მეტალურგიული კომბინატის დირექტორთა საბჭოს წევრი გახლავთ. მისი ქონება 11,6 მილიარდი დოლარია.
ლუდმილა გალერეა “სეზონების” მფლობელია.
წყარო:http://www.gzapress.ge