“მარტოხელა დედა ვარ, რთულია…” – “X ფაქტორის” ულამაზესი აღმოჩენა დანგრეულ ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე
26 წლის თიკო მოსემღვდლიშვილის “X ფაქტორის” სცენაზე გამოჩენამ პროექტის ჟიური და მაყურებელი თავიდანვე მოხიბლა. მშვენიერმა გოგონამ ყურადღება საკუთარი გარეგნობით მიიქცია, თუმცა მისმა ვოკალურმა შესაძლებლობებმაც არავინ დატოვა გულგრილი. ანრი ჯოხაძის თქმით, მას თიკოს გამოჩენაზე ენა ჩაუვარდა. მომხიბვლელი თიკო მარტოხელა დედაა, პროფესიით მსახიობია. საკუთარი გეგმების და ცხოვრების შესახებ Ambebi.ge-ს მკითხველს თიკო თავად უამბობს.
– პროფესიით მსახიობი ვარ, მყავს ექვსი წლის შვილი. აქტიურ ცხოვრებას ვეწევი. ამ პროექტში მონაწილეობა ძალიან სასიამოვნოა, ბევრი მაყურებელი ჰყავს, ცნობადი ხდები, მაგრამ მთავარია, ხალხს უყვარდე.
– ელოდი, რომ საკუთარი გარეგნობით ასე მოხიბლავდი ჟიურის?
– ამაზე საუბარი მიჭირს. არც იყო გამორიცხული ვინმეს არ მოვწონებოდი. უბრალოდ მიხარია.
– ხშირად ექცევი საკუთარი გარეგნობის გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრში?
– გააჩნია, რა ფორმაში ვარ.
– დაოჯახებული ხარ?
– არა, მარტოხელა დედა ვარ. რთულია, თან დაკავებული იყო და ამავე დროს მარტოხელა დედა. მოზარდმაყურებელთა თეატრში ვმუშაობ, დღის მანძილზე თეატრში ვარ, საღამოს კი “X ფაქტორის” რეპეტიციებზე მიწევს სიარული, ამ ყველაფერში დედა მეხმარება.
– დიდი ხნის წინ დაგეგნგრათ ოჯახი?
– 5 წელია რაც მეუღლეს დავშორდი. რომ ვთქვა, რამე მაკლია და მიჭირს-თქო, არ ვიქნები მართალი. ძლიერი ადამიანი ვარ. პატარა ასაკში შევქმენი ოჯახი, 18 წლის ვიყავი, ეს ჭკუა რომ მქონოდა იმ ასაკში, სხვანაირად წარვმართავდი ჩემს ცხოვრებას.
– რა გახდა დაშორების მიზეზი?
– ძირითადად, ვერ ვუგებდით ერთმანეთს. ბევრი ფაქტორია, დღის მანძილზე ბევრი რაღაცის გამო შეგიძლია მოგიწიოს კამათი ადამიანთან. დაშორების გადაწყვეტილება მე მივიღე, ერთ მშვენიერ დღეს წამოვედი სახლიდან.
– როცა მიხვდი, რომ ბავშვით ხელში მარტო დარჩი, პირველი განცდა რა იყო?
– ოჯახი დამიდგა გვერდით, იმ პერიოდში სტუდენტი ვიყავი, დილიდან საღამომდე თეატრალურში ვიყავი, ვერ ვგრძნობდი ვერაფერს, სერიოზული წუხილი არ მქონია. საქართველოში ცოტა სხვანაირად უყურებენ განათხოვარ ქალს, მაგრამ ჩემი
– რთული იყო მუდამ ამაზე ფიქრი?
– ამის გამო ბევრ რაღაცაზე ვამბობდი უარს. ბევრ რამეს ვითვალისწინებდი, თუნდაც როცა მეგობრებთან ერთად ვიყავი გვიანობამდე და სახლში ღამე ვბრუნდებოდი, მანქანიდან როცა გადმოვდიოდი თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდი, ვფიქრობდი, ვინმემ რამე არ იფიქროს-თქო. მაგრამ მერე გამიარა ამ ყველაფერმა.
– ახლა შეყვარებული ხარ?
– არ მინდა პირადულზე საუბარი. ჯერჯერობით პირად ცხოვრებაზე არაფერს ვიტყვი. პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ უფრო ღრმად ვუყურებ ყველაფერს. ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ მინდა.
– ყოფილ მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ?
– თავიდან იყო დაძაბულობა, მაგრამ ამანაც ჩაიარა. ბავშვის გამო ყველაფერი დარეგულირდა. ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან ყურადღებიანი იყო ჩემი მეუღლე ბავშვის მიმართ. სანამ დავრწმუნდებოდით, საბოლოოდ დავშორდით თუ არა, მანამდე იყო დაძაბულობა.
– პროექტში გამარჯვების იმედი გაქვს?
– პირდაპირ გამარჯვებაზე ვერ ვიფიქრებ. ბევრი ეტაპი მაქვს გასავლელი. იმედი ბოლოს კვდება. მინდა საზღვარგარეთ ვცადო საკუთარი ძალები, ჩემი თავის გამოცდაც მაიტერესებს. რაც უფრო მეტს აკეთებ ცხოვრებაში, უფრო მეტის სურვილი გიჩნდება.
წყარო: AMBEBI.GE