ინგრედიენტები: ბადრიჯანი – 2 ცალი, ლორი – 100 – 150 გრ, პამიდორი – 300 გრ, სტაფილო – 150 გრ, მარილი, ზეთი.
მომზადების წესი: ბადრიჯანი სიგრძეზე დავჭრათ, დავამარილოთ და 30 წუთით დავტოვოთ. პამიდორი წვრილად დავჭრათ, ლორი – საშუალო ნაჭრებად. სტაფილო გავხეხოთ და შემდეგ ზეთში მოვთუშოთ. პამიდორი დავუმატოთ, კარგად ავურიოთ და მარილი მოვაყაროთ. ცალკე ტაფაზე ბადრიჯანი ორივე მხრიდან შევწვათ. მზა ბადრიჯანი თეფშზე გადავიტანოთ, სტაფილოსა და პამიდვრისაგან მიღებული შიგთავსი მოვათავსოთ, ზემოდან კი ლორი დავადოთ და ბადრიჯანში შევახვიოთ.