შოკოლადის ბლინები ბანანის შიგთავსით

ინგრედიენტები: კვერცხი – 2 ცალი, შაქარი – 50 გრ, რძე – 500 მლ, კაკაო – 20 გრ, ფქვილი – 100-130 გრ, მარილი – ¼ ს/კ, ზეთი, ბანანი – 2-3 ცალი, კაკალი – 100 გრ, შოკოლადი – 100 გრ.

მომზადების წესი: კვერცხი მარილთან ერთან გათეთრებამდე მიქსერით ავთქვიფოთ, შემდეგ შაქარი და კაკაო დავუმატოთ. რძე დავუმატოთ და კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ კი – ფქვილი და ზეთი. ტაფას ზეთი წავუსვათ და მიღებული მასა ჩავასხათ გამოსაცხობად. ბლინი ორივე მხრიდან შევწვათ. სანამ ბლინები მზადდება, გულსართი მოვამზადოთ: შოკოლადი ცეცხლზე გავადნოთ. კაკალი დავაბლენდეროთ და წვრილად დაჭრილი ბანანი შევურიოთ. გულსართი ბლინის შუაში მოვათავსოთ და შევახვიოთ. ბოლოს დამდნარი შოკოლადი მოვასხათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები