დღეიდან „გლდანის შაურმის” ფილიალში ხორცს ადამიანების ნაცვლად რობოტები დაჭრიან და შეწვავენ. ამის შესახებ „კომერსანტს” ობიექტის დირექტორმა, ზვიად ედიშერაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, „გლდანის შაურმა” აღნიშნული დანადგარების მწარმოებელი კომპანია IDM-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა ამიერკავკასიაში. ამ ეტაპზე კომპანიამ 10 დანადგარი შემოიტანა და ის ეტაპობრივად ყველა ფილიალში დამონტაჟდება. რობოტების ზუსტ ღირებულებას იგი არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ მათი შეძენა ძალიან ძვირი დაჯდა.
ედიშერაშვილი აცხადებს, რომ პროდუქციის ხარისხის გაზრდისათვის, დანადგარები რამდენიმე დღეში ჩაირთვება. იგი განმარტავს, რომ მოწყობილება ხორცს ძალიან თხლად ჭრის და წვავს.
„გლდანის შაურმა” ამ ეტაპზე სამ ფილიალს ფლობს. უახლოეს პერიოდში კი გაფართოებას ქუთაისში გეგმავენ.
წყარო: http://commersant.ge