ბიონსეს 61 წლის დედა გაუთხოვდა

მომღერალ ბიონსეს დედა გაუთხოვდა. 61 წლის თინა ნოულზის რჩეული 68 წლის მსახიობი რიჩარდ ლოსონი გახლავთ.
ცერემონია კალიფორნიაში, იახტაზე გაიმართა და მას 300-მდე სტუმარი ესწრებოდა. პატარძალს Romona Keveza-ს თეთრი კაბა ემოსა, თეთრი ფერი გახლდათ ასევე ინტერიერი, სიძისა და სტუმრების სამოსიც.
ქალბატონი თინასთვის ეს მეორე ქორწინებაა, მისი პირველი ქმარი ბიონსეს მამა მეთიუ ნოულზი გახლდათ, რომელსაც ის 2011 წელს დაშორდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები