ასტროლოგი, რამაზ გიგაური მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
“ეს ერთკვირიანი პერიოდი საკმაოდ რთული იქნება — მზის დაბნელების გავლენა პიკშია და უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნეგატიური გავლენა შემდეგ თვეშიც გაგრძელდება. საერთოდ, მზის დაბნელების ასტროლოგიური გავლენა ექვსი თვე გრძელდება. მომდევნო მზის დაბნელებება იქნება 2026 წლის 17 თებერვალს. ასე რომ, სექტემბერში დაწყებული პროცესები შემდეგი წლის თებერვლის პირველი ნახევრის ჩათვლით გაგრძელდება.
საერთო ტენდენციები:
ამ კვირაში მოსალოდნელია ბევრი ცვლილება, როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალური დონეზე. ასტროლოგიური ასპექტებიდან ცის კაბადონზე ვხედავთ მზის დაპირისპირებას სატურნთან და ნეპტუნთან. პირველი მათგანი მიუთითებს „ძნელ“ პერიოდზე, გარკვეულ „გამოცდებზე“, რომლებსაც ადამიანები, კომპანიები, ორგანიზაციები და ქვეყნები გაივლიან. ეს არის შესაძლებლობების შეზღუდვა და „ვიწრო სივრცეში“ მოქმედება. ამ დროს „თვალთახედვა“ დავიწროებულია და ადამიანები ვერ ახერხებენ პერსპექტივების მასშტაბურად აღქმას. ეს კი ხელს უშლით გადამწყვეტ მოქმედებებში. მეორე ასპექტი კი მიანიშნებს საიდუმლო, საეჭვო და კრიმინალურ მოტივებზე. ეს არის ილუზიისა და ტყუილის პერიოდი. ამიტომ, აუცილებელია ინფორმაციის გადამოწმება (განსაკუთრებით ფინანსებთან და საბუთებთან დაკავშირებით). მოსალოდნელია ბევრი დაფარული ინფორმაციის გამჟღავნება და სკანდალები. პერსონალურ დონეზე ეს პერიოდი წინააღმდეგობრივი იქნება 16-21 მარტის და 22-28 სექტემბრის შუალედში დაბადებული ადამიანებისთვის. მათ შინაგანი მოტივაციის გაძლიერება, ჯანმრთელობის კონტროლი და ფინანსების გაფრთხილება მართებთ.
ბუნებრივია, ამ პერიოდშიც გაგრძელდება ის ასტროლოგიური ტენდენციები, რომლებიც ჩემს წინა პროგნოზებში ვწერდი. მარსი-პლუტონის ნეგატიური ასპექტის გავლენა საგრძნობი იქნება არა მხოლოდ ამ კვირაში, არამედ, სექტემბრის მეორე ნახევარსა და ოქტომბრის პირველ კვირაშიც. ის მიანიშნებს ადამიანებში დაგროვილ შინაგან თუ გარეგანად გამოხატულ პროტესტზე. საინტერესოა, რომ მარსი-პლუტონის კვადრატის გავლენა 3 ოქტომბრამდე გრძელდება, ასე რომ, საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ხარისხი არ ნაკლები იქნება 4 ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნებამდე, ვიდრე შემდგომ (ასე რომ, საკმაოდ „ცხელი“ ორი კვირა გველის).
რუსეთ-უკრაინის ფრონტზე დროის ამ მონაკვეთში მოსალოდნელია ვიხილოთ კონტრშეტევა ან რაიმე მნიშვნელოვანი დარტყმები (უკრაინის მხრიდან). ომის საერთო ტემპი თუ არ გაძლიერდება, არაფრით დაიკლებს.
ჯანმრთელობის კუთხით დასუსტებული იქნება ძვალსახსროვანი სისტემა და ფსიქიკა. ამიტომ არ უნდა გადაიტვირთოს ხერხემალი, ყურადღება მიექცეს კბილებს. ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღებას, მოსალოდნელია გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს (საუბარი აღარ არის ნარკოტიკზე, რომლის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია არა მხოლოდ ჯანმრთელობის მომენტალური გაუარესება მოჰყვეს, არამედ ლეტალურადაც კი დასრულდეს).
რა უნდა გაკეთდეს:
„დიდი ნახტომი“ შესაძლოა არ გამოვიდეს, ამიტომ ბევრად აჯობებს „დროში კარგად გათვლილი“ და დაგეგმარებული მოქმედებები. საჭიროა მოთმინების, თავშეკავებულობის, დისციპლინის გამოვლენა. საკუთარი ვალდებულებების კარგად შესრულებას სასიკეთო შედეგები მოჰყვება. რესურსები არ უნდა გაიფლანგოს, ამიტომ ხარჯები კარგად უნდა გაიწეროს და შეძლებისდაგვარად შემცირდეს. უნდა გადაილახოს პესიმიზმი, შფოთვა და რწმენის ნაკლებობა. ამას გააძლიერებს ინფორმაციის კარგად დამუშავება, სიტუაციის რეალურად დანახვა და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში მზეს დადებითი კავშირები აქვს ურანთან და პლუტონთან, რაც მიანიშნებს ერთი მხრივ სასიკეთო ცვლილებებზე, რეფორმებზე, მომავლის ნათელი სურათის დანახვაზე, ასევე საჭირო ტრანსფორმაციასა და რაიმე ახლის შექმნაზე. თუ ზემოთ აღნიშნული მარსი-პლუტონის ასპექტი მიანიშნებს მთელ რიგ ქვეყნებში ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივ ნაბიჯებზე, რესურსებისათვის ბრძოლაზე, მუქარებზე, ულტიმატუმებზე, სიტუაციის ხელოვნურად გამწვავებაზე, მზის დადებითი ასპექტები ურანთან და პლუტონთან მიუთითებს ახალი ლიდერების გამოჩენაზე ან ძველი ლიდერების ახალი იმიჯის შექმნაზე, რაც საპროტესტო მოძრაობებს კიდევ უფრო გააქტიურებს (მუნდანურ ასტროლოგიაში მზე – ეს პიროვნებაა, ინდივიდი, განსხვავებით მთვარის, რომელიც მუნდანურ ასტროლოგიაში ხალხს წარმოადგენს).
კვირის ყველაზე რთული დღეები 24-26 სექტემბერი (განსაკუთრებით 24 სექტემბერი). ეს არის კვირის ნეგატიური პიკი, როდესაც შესაძლოა სიტუაცია მოულოდნელად გაუარესდეს, ამიტომ ეს დღეები მშვიდად უნდა გავიაროთ, ხოლო შექმნილ კრიზისებში ახალი შესაძლებლობები მოვძებნოთ.” – წერს გიგაური.
სხვა სიახლეები