ეს კვლევები და ამ სპეციალისტებთან ვიზიტი ბავშვებს უფასოდ ეკუთვნით – აუცილებელი ინფორმაცია მშობლებისთვის

საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა. სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის სახელმწიფო ადამიანებს სრულად ან თანადაფინანსებით უხდის თანხას. გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, რა ეკუთვნით ბავშვებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და რა გამოკვლევები ფინანსდება სრულად:
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 6-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ეკუთვნით:
ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში, მათი მომსახურება ბინაზე; ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები – ორივე შემთხვევაში სახელმწიფო ხარჯებს 100 პროცენტით ფარავს.
ოჯახის ან სოფლის ექიმის დანიშნულებით ექიმ-სპეციალისტების
შემდეგ მომსახურებას კი სახელმწიფო 70%-ით
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არ შეიძლება, ბავშვებმა მშობლების გამონაცვალი ტანსაცმელი ჩაიცვან
რატომ არ შეიძლება, ბავშვებმა მშობლების გამონაცვალი ტანსაცმელი ჩაიცვან
თუ შვილები ქალაქიდან ვერ გაგყავთ – პარკებისა და ატრაქციონების მომსახურება და ფასები
თუ შვილები ქალაქიდან ვერ გაგყავთ – პარკებისა და ატრაქციონების მომსახურება და ფასები
ფარავს:
ენდოკრინოლოგი;
ოფთალმოლოგი;
კარდიოლოგი;
ნევროლოგი;
გინეკოლოგი;
ოტორინოლარინგოლოგი;
უროლოგი;
ქირურგი
ექიმის დანიშნულებით ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფია – სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 70%-ით დააფინანსებს:
საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია (ტრანსაბდომინურად)
შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ორგანოების ექოსკოპია (ტრანსაბდომინურად) გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია
ძვლების რენტგენოგრაფია
ექიმის დანიშნულებით კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევებიდან 100%-ით ფინანსდება:
სისხლის საერთო ანალიზი;
შარდის საერთო ანალიზი;
გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;
კრეატინინი;
ქოლესტერინი სისხლში;
შრატში ლიპიდების განსაზღვრა;
განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
პროთრომბინის დრო.
ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST); ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH); – პროგრამით სახელმწიფო 70% -ს აფინანსებს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა 100%-ით ფინანსდება. ასევე, სრულად ფინანსდება სამედიცინო ცნობის, დასკვნის და რეცეპტის გაცემა, გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა.
უფასოა გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებაც. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების შემთხვევაში ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე 15,000 ლარია. ინტენსიური თერაპია და კრიტიკული მდგომარეობების მართვა 100%-ით ფინანსდება გადაუდებელი მდგომარეობები განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად. ყველა სხვა გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა კი 70%-ით დაფინანსებას გულისხმობს.
გეგმური ქირურგიული ოპერაციები წლიური ლიმიტი 15,000 ლარია. ონკოქირურგიული და კარდიოქირგიული ოპერაციები 100%-ით ფინანსდება, სხვა ქირურგიული ოპერაციები კი 70%-ით.
ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობა (წლიური ლიმიტი 20 000 ლარი) ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია წლიური ლიმიტი 20 000 ლარია და სრულად ფინანსდება. სხივური თერაპიაც მითითებული ლიმიტის ფარგლებში სრულად ფინანსდება.
მშობიარობის შემთხვევები კი ასეთია: ფიზიოლოგიური მშობიარობა – ლიმიტი 500 ლარი, საკეისრო კვეთა – ლიმიტი 800 ლარი.
0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად ფინანსდება:
ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში, მათი მომსახურება ბინაზე
ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები;
ოჯახის ან სოფლის ექიმის დანიშნულებით ექიმ-სპეციალისტების მომსახურება
ენდოკრინოლოგი;
ოფთალმოლოგი;
კარდიოლოგი;
ნევროლოგი;
გინეკოლოგი;
ოტორინოლარინგოლოგი;
უროლოგი;
ქირურგი
ექიმის დანიშნულებით ინსტრუმენტული გამოკვლევები:
ელექტროკარდიოგრაფია
საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია (ტრანსაბდომინურად)
შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ორგანოების ექოსკოპია (ტრანსაბდომინურად) გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია;
ძვლების რენტგენოგრაფია
კომპიუტერულ ტომოგრაფიას კი სახელმწიფო 80%-ით აფინანსებს.
ასევე, 100%-ით ფინანსდება:
სისხლის საერთო ანალიზი;
შარდის საერთო ანალიზი;
გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;
კრეატინინი;
ქოლესტერინი სისხლში;
შრატში ლიპიდების განსაზღვრა;
განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
პროთრომბინის დრო;
ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST);
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH)
დაფინანსების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ სრულად იხილოთ ბმულზე:

ასევე, ნებისმიერი პროცედურის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 15 05, უკარნახოთ ბავშვის პირადი ნომერი და ინდივიდუალურად გაარკვიოთ, რა ეკუთვნის თქვენს შვილს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

წყარო: mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები