დღეს, 10 სექტემბერს, თბილისის დროით 13:59 საათზე სავსემთვარეობაა. ამის შესახებ, ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:
”დღეს სავსემთვარეობაა (თბილისის დროით 13:59 საათზე):
თევზების მე-18 გრადუსში.
ემოციური დღეა. მოიმატებს აგრესულობა, ამიტომ არ აჰყვეთ ემოციას.
იზრდება მოტყუების ალბათობაც. სასურველია ინფორმაციის გადამოწმება.
არ ღირს ყველაფრის ერთად კეთება (უფრო ნაწილ-ნაწილ, ეტაპობრივად).
გეომაგნიტური დღე არ არის, რაც კარგია.
ეს სავსემთვარეობა რეზონანსულია (მნიშვნელოვანი იქნება):
1. თევზები, კირჩხიბი, მორიელი;
2. ტყუპი, ქალწული, მშვილდოსანი;
3. ვისაც პირად ჰოროსკოპში თევზების ნიშნის მე-17, მე-18 და მე-19 გრადუსში რომელიმე პლანეტა ან ასცენდენტი აქვს განთავსებული.
სიმშვიდე თქვენს გონსა და გულს! <3”-წერს ასტროლოგი.