28 ივლისს ახალი მთვარე ლომშია, რაც ახალ ენერგიასა და მიზნებს უკავშირდება. ამის შესახებ, ასტროლოგი, დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში პროგნოზს აქვეყნებს:
“✨ თუ ბოლო დროს ენერგია შემოგაკლდა, საკუთარი თავი და მიზნები დაკარგე ან ჩვეული შემოქმედებითობა გაკლია, შენთვის კარგი ამბავი მაქვს⤵
28 ივლისს ახალი მთვარეა ლომში🦁 შესანიშნავი ასპექტით იუპიტერთან.
🌙 ახალი მთვარე ახალ ენერგიასა და მიზნებს უკავშირდება. ეს არის სიახლეების, ინიციატივების, ახალი ერთთვიანი ციკლის დასაწყისი. როდესაც ახალი მთვარე თავად მზის ნიშანშია, ყველა ერთად ვიღებთ ოპტიმიზმის ბუსთერ დოზას. ლომი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენი ცხოვრების ცენტრში თავად ჩვენ ვართ, გადაწყვეტილებებსაც ჩვენ უნდა ვიღებდეთ, არჩევანსაც ჩვენ ვაკეთებდეთ და ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, სადაც საკუთარ თავს, ნიჭსა და უნარებს შეზღუდვების გარეშე გამოვხატავთ. დღეს, როდესაც საზოგადოება დიდი კრიტიკულობით გამოირჩევა, ბევრი ადამიანისთვისაა თვითგამოხატვა პრობლემა. ლომში ახალი მთვარის მესიჯი კი ისაა, რომ გამოვიჩინოთ მეტი გამბედაობა, მოვუსმინოთ გულს და ვაკეთოთ ის, რაც ბედნიერებას მოგვანიჭებს.
🔸 რას გააკეთებდი, რომ არ არსებობდეს შიში და ყურადღებას არ აქცევდე სხვების აზრებს? რა განიჭებს სიხარულს?
მოძებნე შენი ძლიერი მხარეები, შენი უნიკალურობა და გაბედე, ანათო შენებურად☀
🌍 სამყარო ჩვენ გარშემო მუდმივად იცვლება და ალბათ შეამჩნევდი, რომ ცვლილებების ტემპი ბოლო დროს გაცილებით მაღალია. იცვლება ზუსტად ის, რასაც ყველაზე მეტად ვართ შეჩვეული; მათ შორის ღირებულებები, დამოკიდებულებები, მიდგომები და ა.შ. მაშინ, როდესაც თითქმის ყველა მხრიდან გვკარნახობენ ვინ ვართ, რას უნდა ვაკეთებდეთ, როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ, რას ვამბობდეთ და რას არა, დამეთანხმები, რთულია, თავი და მიზნები არ დაკარგო. ახალი მთვარის დროს მარსის, ურანისა და ჩრდილოეთ კვანძის შეერთება გვაქვს კუროში. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, ეცადე, არ დაიბნე და მოქნილობა გამოიჩინო. ცოტა ხანს გაეცალე ყოველდღიურ ხმაურს, დაუკვირდი საიდან მოდიხარ, ახლა სად ხარ და ჰკითხე შენს თავს, თუ არაფერს შეცვლი და ასე გააგრძელებ, მიიღებ იმას, რაზეც ოცნებობ? ეცადე, უფრო ახლოს გაიცნო საკუთარი თავი და გადააფასო ის ყველაფერი, რაც აღარ ემსახურება შენს უკეთეს ცხოვრებას.
🔸 რა ქმნის შენს განსაკუთრებულობას? რისი შეცვლა მოგიტანს მეტ კმაყოფილებას? ხარ იქ, სადაც უნდა იყო? რამის გაშვება და გათავისუფლება ხომ არ გჭირდება? რა შეგიძლია გააკეთო განსხვავებულად?
✨ ახალი მთვარისა და იუპიტერის ასპექტი საკმაოდ იმედის მომცემია. ეს არის შანსი, პოზიტიური ცვლილებები შეიტანო ცხოვრებაში. ეცადე, დაინახო მეტი შენს თავში, გჯეროდეს შენი პოტენციალის, ასწიე თავი მაღლა, იცხოვრე გულით და აკეთე ყველაფერი სიყვარულით. ლომი სწორედ გულის ენერგიას უკავშირდება.
და ბოლოს, ნუ იქნები მხოლოდ მომავალი ბედნიერების იმედად. მოძებნე მიზეზები, რატომ ხარ ბედნიერი და მადლიერი დღეს.
სიყვარულს და შენებურ ბედნიერებას გისურვებ!” – წერს ასტროლოგი.
სხვა სიახლეები