დედაქალაქის მერმა წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა.

წარმატებულ სპორტსმენებს შორის იყვნენ უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ათლეტები ჭაბუკა ჭიღლაძე და ლუკა ჩიკვილაძე.

წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების პრიზიორებს და ქალთა გუნდების ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს, თბილისის მერიის სახელით, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

კვირა+ ულოცავს წარმატებას ქართველ უძლიერეს მამაკაცებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები