5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ გინდათ რომ კრიზისულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ და ამასთან დაიკმაყოფილოთ თქვენი ამბიციები, კარგად გათვალეთ თქვენი შესაძლებლობები.

კურო

შესაძლოა დღეს საკუთარი ნების წინააღმდეგ წახვიდეთ. იყავით მოქნილი, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დიდი ალბათობით გეგმების გადაწყობა მოგიწევთ.

ტყუპები

ყველაფერი დიდწილად დამოკიდებული იქნება თქვენს განწყობასა და ხასიათზე, დღე შესაძლოა ძალიან კარგი და წარმატებული იყოს და შესაძლოა სრულიად მარტივ სირთულეს ან საქმეს ვერ გაართვათ თავი.

კირჩხიბი

დღეს აუცილებლად უნდა იყოთ მაქსიმალურად მომთმენი და მშვიდი, წინააღმდეგ შემთხვევაში არის ალბათობა სულ მცირე გაბრაზება ისეთ პრობლემად გადაიქცეს რომ მთელი თქვენი გეგმები და ძალისხმევა წყალში ჩაიყაროს.

ლომი

თავში იმდენი გრანდიოზული გეგმა და პროექტი გაქვთ, რომ აღარ იცით ამ მრავალფეროვანი იდეებიდან რომლით დაიწყოთ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი შესაძლებლობები ჯობია მნიშვნელოვანი საქმეების რეალიზაციისთვის გამოიყენეთ.

ქალწული

ხასიათში მატულობს ეჭვიანობა, შესაძლოა სხვათა სრულიად უწყინარმა ნათქვამმა, თქვენში ნეგატიური ემოციები გამოიწვიოს, ნუ მიიღებთ ყველაფერს თვენს თავზე.

სასწორი

შესაძლოა დღეს წარსულმა შეგახსენოთ თავი და ბობოქარ გრძნობებში გადაეშვათ, მოულოდნელი შეხვედრა ან კავშირზე გამოსვლა დიდ მღელვარებას გამოიწვევს თქვენში, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ამ ეტაპზე.

მორიელი

ნებისმიერი წვრილმანი გაღელვებთ და გაღიზიანებთ. დღეს თქვენი ქცევა შესაძლოა იმდენად არაადეკვატური იყოს, რომ სასაცილო სიტიუაციაში აღმოჩნდებით. ამიტომ იყავით მაქსიმალურად თავდაჭერილი და ყველაფერს იუმორით შეხედეთ.

მშვილდოსანი

დღეს შესაძლოა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, განსაკუთრებით აქტუალურია ფინანსებთან და გავლენიან ადამიანებთან დაკავშირებული საკითხები.

თხის რქა

იყავით მეტად თავდაჭერილი, შესაძლოა დღეს ისეთი რამ გათქვათ, რამაც პრობლემები შექმნას თქვენს როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში. ნუ იქნები ზედმეტად პირდაპირი.

მერწყული

წარმატებული დღეა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, ეცადეთ საკუთარ ღირსებებზე საუბრისას მეტად მოზომილი იყოთ.

თევზები

სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ საკითხებთან, ასევე იყავით წინდახედული ახლობლებთან მიმართებაში. სულ მცირე უყურადღებობამაც კი შესაძლოა დიდი განხეთქილება და სირთულეები გამოიწვიოს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები