“მე და მიშამ მაშინ დავიწყეთ ურთიერთობა, როცა ის და სანდრა ცოლ-ქმარი აღარ იყვნენ” – რას ჰყვება ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობაზე?
საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რჩეულმა, უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ ჟურნალისტ ალესია ბაცმანთან ვრცელ ინტერვიუში არაერთ თემაზე ისაუბრა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, მათ ურთიერთობასა და ასევე სანდრა რულოვსზე.
გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:
ლიზა იასკო:
– მიშას გასულ კვირას შევხვდი. თბილისში ჩავფრინდი და ჩვენ დაახლოებით 4 საათი ვსაუბრობდით, როგორც პოლიტიკურ, ასევე პირად საკითხებზე, მის ჯანმრთელობაზე და იმაზეც, თუ რა ხდება მსოფლიოში. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა ხდება მსოფლიოში. მას აქვს ტელევიზორიც, უკავშირდება ადვოკატებს, მაგრამ არ აქვს ინტერნეტი და მობილური ტელეფონი.
წყარო: https://www.ambebi.ge