ვერძი
იყავით ყურადღებით, ჯერ კიდევ გრძელდება დაბნელების გავლენა, მოერიდეთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. დაისვენეთ და დაკავდით ყოველდღიური წვრილმანი საქმეებით. იკონტაქტეთ პოზიტიურ ადამიანებთან.
კურო
თანდათან გრძნობთ ძალების მატებას და თქვენი საქმიანობაც მეტად ნაყოფიერია. თუ უმუშევარი ხართ ახლა შეგიძლიათ მოიძოთ სამსახური თქვენთვის სასურველ სფეროში.
ტყუპები
მატულობს იღბლიანობა და წარმატებებსაც შედარებით იოლად აღწევთ. შეგიძლიათ წამოიწყოთ თქვენი საქმე, ის მეტად პერსპექტიული და ნაყოფიერი შეიძლება აღმოჩნდეს.
კირჩხიბი
ინტრიგები, ჭორები, დაძაბულობა ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ თქვენს განწყობასა და ხასიათზე, არამედ ჯანმრთელობაზეც, მატულობს დანაკარგების ალბათობა, იყავით წინდახედული.
ლომი
პირად სფეროში ნუ დაუშვებთ ინტრიგებს, არ არის სასურველი ახალი სასიყვარულო კავშირების გაბმა. უკეთესი იქნება თავიდან შეიყვაროთ თქვენი მეუღლე, ძველი მეგობარი და გადაახალისოთ ძველი ურთიერთობები.
ქალწული
შესაძლოა აღმოჩნდეთ ისეთ გარემოებაში, სადაც თქვენი როლი მეტად მნიშვნელოვანი იქნება, შეგიძლიათ გამოიყენოთ მომენტი და მიიღოთ მეტი სარგებელი საკუთარი მიზნებისთვის.
სასწორი
მოსალოდნელია ახალი სასიყვარულო გატაცებები, შესაძლოა შეხვედრა სრულიად უჩვეულო გარემოში შედგეს, მაგ: ლიფტში, ტრანსპორტში და სხვა. კარგი იქნება ხანმოკლე მოგზაურობა და მიღებული ცოდნის გაღრმავება.
მორიელი
ამ დღეებში ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს, მინიშნებებს, სიმბოლოებს, რომელიც თქვენს ირგვლივაა, ენდეთ ინტუიციას, თვალი მიადევნეთ მიმდინარე მოვლენებს, გააანალიზეთ და გააკეთეთ შესაბამისი დასკვნები.
მშვილდოსანი
შესაძლოა დღეს თქვენმა ახლობელმა ან მეგობარმა ტკივილი მოგაყენოთ, დაგამციროთ, თუმცა შესაძლოა ამის შემდეგ სრულიად უცხო ადამიანმა თავისი გავლენით აამაღლოს თქვენი განწყობა და პოზიტიურ ტალღაზე გადაგიყვანოთ.
თხის რქა
ეს დღეები თქვენი მომავალი ცხოვრების მოვლენების შემცველი ნიშნებით იქნება დახუნძლული, მოუხმეთ კეთილგონიერებას, შეხედეთ მოვლენებს გლობალურად.
მერწყული
შესაძლოა დღეს დასრულდეს დიდი ხნის დაწყებული სამუშაო, რომელიც შემოქმედებას ეძღვნება. დაასრულეთ წიგნის წერა, ნახატის ხატვა. იქატიურეთ და ნუ გაფლანგავთ ძვირფას დროს.
თევზები
ემოციურად დატვირთული დღეა, თითქოს ბავშვობას უბრუნდებით, შესაძლოა თავს უსუსურად და დაუცველად გრძნობდეთ. გაღიზიანებთ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია. ყურადღება მიაქციეთ საკვებს.