99 წლის ქალი პირველკლასელი გახდა და წერა-კითხვას სწავლობს

61
SHARE

ეუსებია ლეონორ კორდალი არგენტინიდან კვლავ მიუჯდა სკოლის მერხს – 99 წლის ასაკში. მას დავიწყებული ჰქონდა წერა-კითხვა და ყველაფრის თავიდან დაწყება გადაწყვიტა.
პატარა ეუსებიას სკოლის მიტოვება დედის გარდაცვალებისა და სხვადასხვა პრობლემის გამო მოუხდა. გოგონას ახალი დაწყებული ჰქონდა წერა-კითხვის სწავლა, როცა ყველაფრის მიტოვება მოუწია.
ის ადრე გათხოვდა და საყოფაცხოვრებო პრობლემებში ჩაეფლო. მხოლოდ ახლა – 99 წლის ასაკში მიეცა მას საშუალება, ასაკოვანი ადამიანებისთვის განკუთვნილ სკოლაში ევლო და არცერთ გაკვეთილს აცდენს. მისი თანაკლასელები 18 წელს გადაცილებულები არიან, მაგრამ ის მაინც ერთადერთი პირველკლასელი მხცოვანია.
კვირაში სამ დღეს, ერთ-ერთი მასწავლებელი – პატრისია ბებოსთან სახლში მიდის და ის სკოლაში მიჰყავს. ეუსებიამ უკვე ისწავლა წერა-კითხვა, ახლა კი სურს, კომპიუტერის გამოყენებაც ისწავლოს.

FB კომენტარები

კომენტარი