ირის ეპფელი 97 წლის მოდელია, რომელიც სამოდელო სფეროში ცნობილია, როგორც სტილის ფუძემდებელი. ის ახალგაზრდა სუპერმოდელებთან ერთად სარეკლამო კამპანიებში აქტიურად მონაწილეობს. ახლა კი 97 წლის ასაკში სამოდელო სფეროს უმაღლეს მწვერვალს მიაღწია და “IMG Agency”-სთან კონტრაქტი გააფორმა.
ირისს დოკუმენტური ფილმი საკუთარი ცხოვრების შესახებ უკვე აქვს. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებში და ესწრება მოდის კვირეულებს.