ნასას ხომალდი New Horizons პლანეტა პლუტონს მიუახლოვდა და პირველი ფოტო გადაუღო. ხომალდი დედამიწიდან 2006 წელს გაფრინდა მისიით, შეექმნა პლუტონის და მისი ყველაზე დიდი მთვარის, შერონის რუკა. ცხრაწლიანი მისიის მანძილზე მეცნიერებმა როგორც იქნა მიიღეს ფოტომტკიცებულება იმისა, რაც ამდენი წელი თეორიულად იცოდნენ: პლუტონი რუხი ფერის მაგივრად, როგორც მას ძირითადად ხატავდნენ, მოწითალო ყავისფერია.
ცოტა ხნის წინ ნასამ აღმოაჩინა, რომ პლუტონის ფსკერზე გულის ფორმის ნათელი ზონაა, რომელიც 1 200 მილის მანძილზეა გადაჭიმული. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო უახლოვდება ხომალდი პლანეტას, გამოსახულება მით უფრო ხილვადი ხდება და მისი ფორმაც საოცარ ეფექტს იძლევა.
წყარო:http://www.ambebi.ge