ვერძი
უამრავი წვრილ-წვრილი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. არ გამოტოვოთ არც ერთი ნიუანსი, ყველა პროექტში მიიღეთ მონაწილეობა. დილას საუკეთესოდ შესრულებული სამუშაოსთვის საღამოს გაინებივრეთ თავი სასუსნავით, საყიდლებით.
კურო
უამრავი საქმე, შეხვედრა და სატელეფონო ზარი გელით. მეტი ყურადღება მიაქციეთ საქმეებს. თუ კითხვა თქვენი ჰობი არაა, საღამო სპორტს, სეირნობას, მეგობრებთან შეხვედრას დაუთმეთ.
ტყუპი
მეტი ყურადღება მიაქციეთ მიმდინარე საქმეებს. საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების დღეა. იყავით ყურადღებით, რათა არაფერი გამოგრჩეთ. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.
კირჩხიბი
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმებს. მეტად დაისვენეთ. გაერთეთ ბავშვებთან ერთად. კარგია იოგა, ცურვა. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
ლომი
თუ გუშინ კარგად იმუშავეთ, დღეს მეტად დაისვენეთ. სერიოზულ საქმეებს ნუ შეეჭიდებით, ყოველდღიური საკითხები მოაგვარეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
ქალწული
უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ; გაისეირნეთ, რომანტიკული ვახშმით გაუმასპინძლდით.
სასწორი
დილიდან საქმეებში იქნებით ჩართული. თავს შეგახსენებთ წინა კვირას შესასრულებელი ვალდებულებები. საღამო ჰობის, შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ.
მორიელი
უქმეები ახლოვდება და მოემზადეთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. საღამოს ეწვიეთ სპა ან სილამაზის სალონს.
მშვილდოსანი
უამრავი საქმე დაგიგროვდათ. პარტნიორები და უფროსი შესრულებული სამუშაოს ანგარიშს მოგთხოვენ. ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. დაოჯახებულმა ნიშნებმა საღამო შინ გაატარეთ, მარტოხელებმა – მეგობრებთან ერთად.
თხის რქა
მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. დაგეგმეთ ბიუჯეტი. საღამოს სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით; დრო ჰობის, საყვარელ საქმიანობას მიუძღვენით.
მერწყული
ჩამოწერეთ ის საქმეები, რომლებიც წინა კვირას უნდა დაგესრულებინათ და პირველ რიგში ისინი მოაგვარეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.
თევზები
იმუშავეთ იმ იმედით, რომ უქმეები ახლოვდება. მცირე შეფერხებებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. საღამოს კარგია ცურვა; წყალი დღის განმავლობაში დაგროვილი სტრესისგან გაგათავისუფლებთ.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge