9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ამაღლებულ განწყობაზე ხართ. ორიგინალური იდეების განხორციელება მოგინდებათ. სხვა თვალით შეხედავთ თქვენ გარშემო არსებულ რეალობას, გადააფასებთ ოჯახურ ღირებულებებს.

კურო
მომატებული ემოციურობის, არაორგანიზებულობის გამო ნუ გაიფუჭებთ საქმეებს, ნუ დაზარალდებით მატერიალურად. ახლობლებისადმი სიყვარულის დამტკიცება კონკრეტული საქციელით გმართებთ.

ტყუპი
ნუ აიღებთ ვალს, კრედიტს. თუ დიეტის დაცვა გადაწყვიტეთ, ნუ მიმართავთ მკაცრ ზომებს. ნივთების, პროდუქტების ყიდვისას უპირატესობა მიანიჭეთ ხარისხს.

კირჩხიბი
დილა მსუბუქი ვარჯიშით დაიწყეთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას ახლობლებთან, უძრავი საკითხების მოგვარებას, პირადი გეგმების შეცვლას.

ლომი
გეგმას, იდეას განახორციელებთ, თუ გვერდით საიმედო პარტნიორი გეყოლებათ. შექმენით ბინაში სიმყუდროვე. ნუ იკამათებთ მშობლებთან, მეუღლესთან. პირად განცდებს ყველას ნუ გაუზიარებთ.

ქალწული
დასახული მიზნის განხორციელებას შეძლებთ, თუ იმოქმედებთ დაკვირვებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ გადალახავთ სირთულეებს. ნურავისგან მოითხოვთ დახმარებას.

სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ მიმდინარე საკითხებს. იყავით კონცენტრირებული ძირითადზე. გავლენიანი ადამიანების შიშით საკუთარ შეხედულებებს ნუ შეიცვლით.

მორიელი
სენტიმენტალური და საქმიანი ხართ. თუმცა, პირველი მეორეს ხელს არ შეუშლის. გარშემო მყოფები საჭიროებენ თქვენს დახმარებას. ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე კარგად დაფიქრდით.

მშვილდოსანი
გარშემო მყოფების დახმარების (მაგალითად ტექნიკური) გარეშე საქმეების მოგვარება გაგიჭირდებათ, მაგრამ ნუ მოითხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე მათ შეუძლიათ გაგიკეთონ. ზომიერება გმართებთ ყველაფერში.

თხის რქა
გარჯა მოგიწევთ, რათა დაასრულოთ საქმეები, ჩააბაროთ გამოცდა. იყავით მიზანმიმართული, ბეჯითი და მცირე უსიამოვნებებს არ დანებდეთ.

მერწყული
მეტი ყურადღება გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. არამყარი კავშირი შეიძლება დასრულდეს, უპირატესობა კონკრეტულ პიროვნებას მიაქციეთ და არა მრავალ რომანტიკულ გასართობს.

თევზები
ავანტიურის, ილუზიების ან არაკეთილსინდისიერი პარტნიორების გამო შეიძლება მატერიალური ზარალი განიცადოთ. რეალურიდან ოცნებებში ნუ გადავარდებით. იცხოვრეთ საკუთარი ჭკუით.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები