9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, – გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას. კარგია იოგა, სირბილი, ჩოგბურთი და ველოსპორტი.

კურო
საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო ვარჯიშისთვის, სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად. კარგია ჩოგბურთი, იოგა, აგრეთვე, – ცეკვები.

ტყუპი
სპორტდარბაზში საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად ჩაწერეთ, რათა არ მოიწყინოთ და მალევე არ მიატოვოთ. კარგია ფიტნესი, ჩოგბურთი, სკვერში სირბილი.

კირჩხიბი
დადებით განწყობაზე დაგაყენებთ წყლის აერობიკა, სირბილი. აგრეთვე, სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ მედიტაცია და იოგა.

ლომი
სანამ თქვენი კონკურენტები ლუდსა და პიცას მიირთმევენ, თქვენ სპორტ დარბაზში ჩაეწერეთ. კარგია ტრენაჟორებზე ვარჯიში, აგრეთვე, – აერობიკა და კიკბოქსინგი.

ქალწული
ვარჯიშისთვისაც გამონახეთ დრო. დაიწყეთ კალორიების თვლა, მობილურში ჩამოტვირთეთ ნაბიჯმზომი. თქვენთვის კარგია პილატესი და იოგა.

სასწორი
თუ გემრიელად ჭამა გიყვართ, ორშაბათს ნუ დაელოდებით და დღესვე დაიწყეთ ვარჯიში. კარგი ჩოგბურთი, ცხენოსნობა, ველოსპორტი.

მორიელი
წარმატებული დღე ელით ამბიციურ და აქტიური ნიშნებს. დილა ვარჯიშით დაიწყეთ. დასვენება და საოჯახო საქმეები ხვალისთვის გადადეთ.

მშვილდოსანი
ვარჯიში სტრესსა და დაძაბულობას მოგიხსნით. გაისეირნეთ ქალაქში ან მის შემოგარენში. სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული, საყვარელი მუსიკის თანხლებით კალორიების დაწვაში დაგეხმარებათ.

თხის რქა
კარგი დღეა მასაჟისა და სპორტისთვის. ვარჯიშამდე გაეცანით სტატებს ჯანსაღ კვებასა და ვარჯიშებზე. რომელიმე ცნობილი სპორტსმენის მაგალითს მისდიეთ.

მერწყული
აირჩიეთ თქვენთვის შესაბამისი აქტიურობა: საბრძოლო ხელოვნება ან მარათონი. მთავარია, მთელი დღე დივანზე არ იწვეთ და ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე დაიწყოთ ზრუნვა.

თევზები
მგრძნობიარე და მეოცნებე თევზებისთვისაც მოიძებნება შესაფერისი სპორტის სახეობა. თქვენთვის კარგია: აერობიკა, ცურვა იოგა ან პილატესი.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები