9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

340
SHARE

ვერძი
წარმატებული, ბედნიერი დღე გელით, თავგადასავლებით აღსავსე. საყვარელმა ადამიანმა იცის, როგორ უნდა გაგახალისოთ.

კურო
მეტად დაისვენეთ, მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. კარგი დღეა შოპინგისთვის და ქალაქგარეთ პიკნიკის მოსაწყობად.

ტყუპი
საინტერესო შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. შეეხმიანეთ ნათესავებს, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ.

კირჩხიბი
დღის პირველ ნახევარში საოჯახო საქმეები მოაგვარეთ. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. გაერთეთ ბავშვებთან ერთად.

ლომი
კეთილი, პოზიტიური დღე გელით. იღბალი სიურპრიზებს გპირდებათ. საყვარელი ადამიანი დაუვიწყარ პაემანს მოგიწყობთ.

ქალწული
ნუ დაიტვირთავთ თავს საქმეებით და ვალდებულებებით. მეტად დაისვენეთ. დრო საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

სასწორი
საინტერესო შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. საღამოს საყვარელი ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

მორიელი
იყავით მეტად მოსიყვარულე ოჯახის წევრების მიმართ. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. პირადი ცხოვრება სიურპრიზებითაა მდიდარი.

მშვილდოსანი
დილიდანვე დაგეგმეთ დღე: შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, ნათესავებს; გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, ჩაერთეთ გუნდურ თამაშებში.

თხის რქა
რომანტიკული თავგადასავალი, მეგობრებთან ერთად მხიარულება გელით. კარგი დღეა შოპინგისთვისაც.

მერწყული
მხნე და პოზიტიური ხართ. პირადი ცხოვრება სიურპრიზებითაა მდიდარი. მეგობრებს შეხვედრაზე უარი არ უთხრათ.

თევზები
თქვენი საყვარელი ადამიანი მეტად სათუთი გულისაა, არ გაანაწყენოთ სიტყვით, ქცევით. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი