9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

86
SHARE

ვერძი
მშვიდი დღე გელით, დროდადრო დასვენებასაც კი შეძლებთ. კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

კურო
დილიდან კარგ განწყობაზე იქნებით და ნებისმიერ ადამიანს გაუუმჯობესებთ ხასიათს. ახალი გასართობი გამოგიჩნდებათ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
სამსახურის საქმეების პარალელურად ნურც საოჯახო მოვალეობებს დაივიწყებთ. ახალ, საინტერესო საქმიანობას შემოგთავაზებენ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან. მოსალოდნელია შეხვედრა გელით დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან.

კირჩხიბი
ნებისმიერ საქმეში მოგემართებათ ხელი. ყველა მზად იქნება თქვენს დასახმარებლად. ზოგიერთს დაწინაურება ან ახალ სამსახურში გადასვლა ელის; ზოგიც ლატარეაში მოიგებს.

ლომი
შეხვედრებით დატვირთული დღე გელით, – სამართალდამცველებთან, გავლენიან ადამიანებთან, საყვარელ ადამიანთან. მოაგვარებთ უამრავ დაგროვილ საკითხს. გარშემო მყოფებს თქვენი შრომისუნარიანობით გააოცებთ.

ქალწული
მუშაობისას ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. წარმატებით გაართმევთ თავს როგორც დიდ პროექტებს, ასევე მეორეხარისხოვან საქმეებსაც. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

სასწორი
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ დოკუმენტები, ხელშეკრულებები. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა ყიდვა-გაყიდვისა და ფულის დაბანდებისთვის.

მორიელი
სამსახურში სიმშვიდეა. დღე შეგიძლიათ პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებას დაუთმოთ. დაქორწინებულებმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეუღლესთან.

მშვილდოსანი
დილიდან ბედისგან საჩუქრებს მიიღებთ. კარგი დღეა სარფიანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. დღეს დაწყებული საქმეები წარმატებით განხორციელდება და მატერიალურ კეთილდღეობასაც მოგიტანთ.

თხის რქა
ყველა საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. გაგიუმჯობესდებათ საქმიანი და პირადი კონტაქტები. კარგი დღეა საყიდლებისთვის.

მერწყული
კარგი დღეა ფინანსების დასაბანდებლად. მეტი მზრუნველობა გმართებთ ნათესავებისა და ოჯახის წევრების მიმართ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

თევზები
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეგობრებთან და გარშემო მყოფებთან.

წყარო: http://www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი