ზ. მ. : მოზარდები სიხარულით შეხვდნენ ნაადრევი ქორწინების აკრძალვის შესახებ ახალ კანონს

ნაადრევი ქორწინება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა საქართველოში. დღემდე, ძირითადად, რეგიონებში, გოგონები ოჯახის გადაწყვეტილებით, თავისი სურვილის წინააღმდეგ ქორწინდებიან, რაც რა თქმა უნდა, ქალზე ძალადობაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზეა, მოლდავეთის შემდეგ, გოგონების ადრეულ ასაკში ქორწინებით. მას მოსდევს თურქეთი და ტაჯიკეთი.

“კვირა +” ბო12336446_153783581648519_1782977127_nლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში მცხოვრებ 16 წლის ზ. მ-ს ესაუბრა.
იგი მე-10 კლასის მოსწავლეა და როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნას.
ზ. მ. : “მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც გადაწყვეტილების მიღება, ჩემი თავისუფალი ნება იქნება და ამის გამო, თითს არავინ გამოიშვერს ჩემკენ. არავინ მაიძულებს დაოჯახებას იქამდე,
სანამ, თავად არ დავრწმუნდები, რომ მზად ვარ ოჯახის შესაქმნელად”.

– რამდენად ხშირია თქვენს სოფელში ნაადრევი ქორწინება?
_ სოფელი არასრულწლოვანი გოგონების გათხოვების სიმცირეს ნამდვილად არ განიცდის. ხშირ შემთხვევაში, სადედამთილოები საბაზისო განათლების წინააღმდეგნი არიან და საკუთარ ვაჟებს აიძულებენ, სკოლის მოსწავლე მოიყვანონ ცოლად. იმ შემთხვევაში კი, თუ ქორწინება სარფიანი გარიგებაა, გოგონას არავინ ეკითხება აზრს.

– რა შედეგი მოყვება ასეთი ტიპის ქორწინებებს?

– დანიშნული არასრულწლოვანი გოგონები მუდმივ სტრესს განიცდიან. ეშინიათ შემთხვევით სადმე არ გადაეყაროთ საქმრო და იმალებინ მუდმივად. ბიჭები კი, გასაქანს არ აძლევენ მათ, გაკვეთილზე აკითხავენ, კლასიდან გაყავთ და ატირებული შემოყავთ უკან.
ნადრევ ასაკში ქორწინება ანგრევს მოზარდის ფსიქიკას, 15, 16 წლის მოზარდებს ამუშავებენ მიწასთან, განიცდიან ფიზიკურ და მორალურ სტრესს, ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას. ცხოვრობენ უმიზნოდ, უხალისოდ და იწყებენ განქორწინებაზე ფიქრს.

– ახალი კანონის 12351176_153783701648507_1973390126_nთანახმად, ქორწინების იძულება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. როგორ შეხვდნენ ამ სიახლეს თქვნი მეგობრები?.
– სკოლას ხშირად სტუმრობს ფსიქოლოგი და გავერკვიე ჩემს უფლებებში. ვინც არ დადის სკოლაში, შესაბაისად, არ ფლობს ინფორმაციას საკუთარი უფლებების შესახებ და ამიტომ ხშირად უწევთ მძიმე პირობების ატანა.
ძალიან ხშირად გოგონას იძულებით გათხოვება ხდება მშობლების, ნათესავების, ახლობლების ძალდატანებით. კანონში ცვლილებების შემდეგ დაისჯება არა მხოლოდ მამაკაცი, არამედ ყველა, ვინც ჩართული იქნება იძულებით ქორწინებაში. მეც და ჩემი მეგობრებიც, დიდი სიხარულით შევხვდით ამ ამბავს, რადგან სკოლა ვალდებული ხება იძულებით ქორწინების შესახებ შესაბამის ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია.

– რა ასაკში უნდა ქმნიდეს ადამიანი ოჯახს?
– ვფიქრობ, ოჯახს უნდა ქმნიდეს მხოლოდ ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი პირი. საუკეთესო შემთხვევაა, როდესაც ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური და სოციალური მომწიფების ვადები ერთმანეთს ემთხვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, განქორწინების რისკი მაღალია.
დასავლეთის განვითრებულ ქვეყნებში ქორწინების საშუალო ასაკი 30 წელს მიუახლოვდა, რაც მათთვის მყარი ქორწინების გარანტია, რადგან ისინი ნაადრევი ქორწინებით გამოწვეულ პრობლემებს ირიდებენ თავიდან. კარგი იქნება, თუ ჩვენს ქვეყანაშიც იგივე მოხდება.

თეონა სელიმაშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები