80 წლის მონაზონმა სკოლის კუთვნილი 835 000 $ კაზინოებში დახარჯა

კალიფორნიაში კათოლიკური  სკოლის ყოფილ დირექტორსა და მონაზონს 80 წლის მარგარეტ კრუპერს პატიმრობა მიესაჯა, ამის მიზეზი კი სკოლიდან მოპარული ფული გახდა, რომელიც მან კაზინოში წააგო.
საგამოძიებო უწყება მონაზონს   $835 000 ოდენობის თანხას ედავება, რომელიც მან კაზნოებში დახარჯა.

ბრალდების მხარის განცხადებით, ქალი წელიწადში 14 მოსწავლის გადასახადის ოდენობის თანხას იპარავდა და ამტკიცებდა, რომ ხარჯები მოსწავლეების განათლების გაღრმავებას ემსახურებოდა.
ყოფილ დირექტორს 1 წლიანი პატიმრობა და თანხის დაბრუნება მიესაჯა.

კომენტარები

სხვა სიახლეები