ჟურნალისტმა ნუცა ქავთარაძემ და მსახიობმა აჩიკო სოლოღაშვილმა 8 წლის წინ იქორწინეს. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ წყვილი პირველ შვილს ელოდება. ტელეწამყვანმა ამის შესახებ ტელეეთერიდან შეატყობინა:
„ბავშვს ველოდები და ვეცადე იზოლირებული ვყოფილიყავი ყველაფერისგან. ბავშვი თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში დაიბადება, ბიჭს ველოდებით. სახელი უკვე შევარჩიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ვორჭოფობთ.
თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩემ შვილს უნდა ერქვას სანი, ალექსანდრე… ძალიან შევიცვალე, იცით, როგორი აქტიური ვიყავი, სკოლაში თხასაც კი მეძახდნენ. ბოლო შვიდი თვეა ძალიან დადინჯებული ვარ. მაგრამ ისედაც არ მიჭირდა ტირილი და ახლა დღეში სამჯერ უმიზეზოდ ვტირი…“, – თქვა ნუცა ქავთარაძემ.